სიმეონე:„„რეალს“ და „ბარსას“ ჩვენი ძალიან უნდა ეშინოდეთ“
მადრიდის „ატლეტიკო“ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა და ასპარეზობას ევროპის ლიგაზე გააგრძელებს. ესპანელთათვის სამწუხაროდ, დედაქალაქური კლუბი ჯგუში მესამე ადგილზე გავიდა. დიეგო სიმეონე მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე იმედგაცრუებული სჩანდა...
„ჩემთვის ეს წუთები ძალიან მძიმეა. გუნდი, რომელიც ბოლო წლებში ორჯერ გავიდა ფინალში და მუდამ დასკვნით ეტაპამდე მიდიოდა, დღეს ევროპის ლიგაზე აღმოჩნდა.“
„ამ სიტუაციას აუცილებლად დავძლევ და მერწმუნეთ, აქცენტს ევროპის ლიგაზე, ლა ლიგასა და სამეფო თასზე გადავიტან. მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების. ახლა „რეალს“ და „ბარსელონას“ ჩვენი კიდევ უფრო უნდა ეშინოდეთ, ვინაიდან მთავარ მიზნად სწორედ ლა ლიგას დავსახავ და თითოეული ქულისთვის ბოლომდე დავიხარჯები.“
- 6 დეკემბერი 2017
- 2 813
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.