რამოსი:„ჩემი და რონალდუს უთანხმოება სხვაგვარმა აზრებმა გამოიწვია“
მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა, სერხიო რამოსმა ჟურნალისტებთან საინტერესო საკითხებზე ისაუბრა, სადაც კრიშტიანო რონალდუსაც შეეხო...
„მე ვფიქრობ, რომ ტექნოლოგიურმა განვითარებამ იმხელა შედეგი აჩვენა, უკვე დროა ეს ყველაფერი ლა ლიგაში დაინერგოს. ფაქტია, რომ მსაჯების გადაწყვეტილებების გამო ბევრი რამ ფუჭდება, რაც ჩემპიონატის დონეზე უარყოფითად აისახება.“
„„ელ კლასიკო“ ძალიან მნიშვნელოვანია. მანამდე კი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე თამაში მოგვიწევს. ვფიქრობ, იქ გამარჯვების შემთხვევაში „ბარსელონასთან“ შეხვედრას კარგ ხასიათზე შევხვდებით.“
„დიახ, ჩემსა და კრიშტიანო რონალდუს შორის უთანხმოება მართლაც იყო, რაც პირველ რიგში იმას უნდა მივაწეროთ, რომ ჩვენც ადამიანები ვართ და ყველაფერზე ერთი ხედვა ვერ გვექნება. ეს ყველაფერი იმან გამოიწვია, რომ რონალდუ სხვაგვარად ფიქრობდა, მე კი სხვა აზრი მქონდა. დაპირისპირება ნამდვილად არ ყოფილა, ადამიანები აზრთასხვადასხვაობის გამო ერთმანეთს არ უპირიდებიან.“
- 5 დეკემბერი 2017
- 3 817
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.