კარვახალი:„მთავარი პირველი ადგილი არ არის“
„დორტმუნდთან“ შეხვედრის წინ მადრიდის „რეალის“ ესპანელმა ფეხბურთელმა, დანიელ კარვახალი სამეფო კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთნ ინტერვიუ ჩაწერა...
„მატჩები, რომელიც „ბორუსიასთან“ იმართება ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს, ვინაიდან გერმანელები ლაღ, სწრაფ და აგრესიულ ფეხბურთს თამაშობენ. ეჭვი არ მეპარება, გამონაკლისი არც ხვალინდელი შერკინება იქნება.“
„ის, რომ პირველ ადგილზე გასვლის შანსი არ გვაქვს არაფერს ნიშნავს. ვეცდებით, გერმანულინ ბარიერი გადავლახოთ და ჯგუფური ეტაპი 13 ქულით დავასრულოთ. მერწმუნეთ, ეს ნამდვილად დასაფასებელი შედეგი იქნება. არ აქვს მნიშვნელობა პირველ და მეორე ადგილზე, მთავარი ის არის, რომ Play-Off-ებში ვიდგეთ მოწოდების სიმაღლეზე.“
„„რეალში“ თამაშობენ ფეხბურთელები, რომლებაც ჩემპიონთა ლიგის მოგება ზედიზედ ორჯერ მოახერხეს და შესანიშნავი ეპოქა შექმნეს, მაგრამ მათი შემართება არ შემცირებულია. პირიქით, ყველა მოთამაშე მაქსიმალურადაა მობილიზებული.“
„საკმაოდ რთული გზა გამოვიარე მადრიდის „რეალის“ მთავარ გუნდამდე. მე ვარ მაგალითი ახალგაზრდებისთვის. ფაქტია, რომ „კასტილიას“ შემდეგ ბევრი რამ მოხდა, წავედი გერმანიაში, შემდეგ დავბრუნდი მადრიდში ბევრი ვიბრძოლე და დღეს ჩემპიონთა ლიგის თასების კოლექცია შემიძლია შევაგროვო. მერწმუნეთ, თუ ბოლომდე დაიხარჯებით, შედეგი ყოველთვის გექნებათ.“
„ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ, პრობლემები უკან დარჩა, ახლა მთავარი ის არის, რომ ფორმის პიკს მივაღწიო.“
„როდესაც ბერნაბეუზე გადიხარ, დიდი პასუხისმგებლობა გაქვს, ვინაიდან უამრავი ქომაგი გთხოვს გამარჯვებას. ჩვენ ამას ვითვალისწინებთ და ვცდილობთ, მაქსიმუმი გავიღოთ.“
„ლუკას ვასკესი ბრწყინვალე ფეხბურთელია, ის ყოველთვის მზად არის, თამაშში ჩაერთოს და კოლექტივს გამაჯვებაში დაეხმაროს.“
„„რეალი“ ჩემთვის ბევრს ნიშნავს. დიდი იმედი მაქვს, რომ აქ წლების მანძილზე დავრჩები. არასდროს დამავიწყდება დებიუტი მთავარ გუნდში და პირველი თასის მოგება.“
„ყველა ახალგაზრდას ვურჩევ, რომ იმედი არ დაკარგოს, მათ აუცილებლად მიეცემათ შანსი.“
- 5 დეკემბერი 2017
- 1 180
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.