დრენტე: რეალში დარჩენა მინდა
როისტენ დრენტემ განაცხადა, რომ მან გადაიფიქრა სამეფო კლუბიდან წასვლა, მას ხუანდე რამოსი არ ენდობოდა და ამიტომ ჰქონდა გული აცრუებული სამეფო კლუბზე, პელეგრინის რეალში კი ყველაფერი სხვაგვარად არის.
,,რეალში დარჩენა მსურს, მანუელ პელეგრინი კარგად გავიცანი და მე მან მითხრა, რომ გაცილებით უფრო მეტი სათამაშო დრო მექნება ვიდრე მქონდა, როგორც იქნა მეღირსა მწვრთნელის ნდობა, მე დავუმტკიცებ ჩილელ სპეციალისტს , რომ ღირსი ვარ ,,ბლანკოსში” თამაშის.
დრენტემ ასევე ისაუბრა ტურინის იუვენტუსზე.
,,იუვენტუსი სუფთა იტალიური გუნდია, ტურინელები თამაშობენ იტალიურ სტილში, მათ ყოველთვის სურთ ერთი გოლის გატანა და თამაშის დაკეტვა, რეალი იუვენტუსს აუცილებლად დაამარცხებს, ჩვენ ესპანურად და ლამაზად ვითამაშებთ მათ წინაამღდეგ, პელეგრინიმ ყველას მაქსიმალური კონცენტრაცია მოგვთხოვა ამ თამაშზე, მისი თქმით იტალიელების დამარცხება გუნდს მომავლისთვის ძალიან გამოადგება” - განაცხადა ჰოლანდიელმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა.
- 31 ივლისი 2009
- 6 464
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.