ლასი: "სწრაფი გოლი უნდა გავიტანოთ"
მადრიდის "რეალის" ფრანგმა ნახევარმცველმა, ლასანა დიარამ, ჩემპიონთა ლიგის მომავლ შეხვედრაზე ისაუბრა "მარკასთან."
"ჩვენ პირველი წუთებიდან უნდა დავიწყოთ ზეწოლა "ლიონზე" და უნდა ვეცადოთ მატჩის დებიუტშივე გოლის გატანას.დარწმუნებული ვარ, განმეორებითი დაპირისპირება განსხვავებული იქნება საფრანგეთში გამართული მატჩისაგანას."
"სამეფო გუნდმა თამაშის დაწყებიდანვე აგრესიული ფეხბურთი უნდა ითამაშოს.აქვე მინდა ვთქვა, რომ ინჩასებიც ძალიან დიდ როლს ითამაშებენ, ფაქტიურად მეთორმეტე ფეხბურლნი იქნებიან მოედანზე.ჩვენი მიზანია დარჩენილი ორი ტურნირის მოგება.სიმართლე გითხრათ, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ცუდზე არ ვფიქრობ."ჟერლანდზე" 1-0 წაგება ტრაგედია ნამდვილად არ არის, ამიტომაც მჯერა, რომ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება."
"ჩემპიონთა ლიგის მოგება საკუთარი ქომაგების თვალწინ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.მადრიდის "რეალს" ოქროს შესაძლებლობები გააჩნია იმისათვის, რომ მოიპოვოს საგზური "სანტიაგო ბერნაბეუს" ფინალზე.ჩვენ ვართ ძალიან მოტივირებულნი, რამეთუ გვინდა მოშბლიურ არენაზე მეათე თასის აღმართვა."
"ბენზემას გარკევული დრო ესაჭიროება, რამეთუ აღიდგინოს ჩვეული ფორმა.მისთვის რთულია, "ლიონთან" პაექრობის გარედან ყურება.ვგონებ, შემდეგ შეხვედრებში მისი პოტენციალი ძალზედ წაადგება გუნდს."
- 8 მარტი 2010
- 1 495
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.