სერხიო რამოსი „ელ კლასიკოში“ არ ითამაშებს?
ესპანური გამოცემები მადრიდის „რეალისთვის“ კატასტროფულ ინფორმაციას ავრცელებენ, რომელიც სერხიო რამოსის დისკვალიფიკაცის ეხება...
მოგეხსენებათ, სამეფო კლუბის კაპიტანმა „სან მამესზე“ „ბილბაოსთან“ შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო და მსაჯის გადაწყვეტილებით მოედანი დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, რამოსის საქციელზე სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს, რის შედეგადაც დადგინდება დარჩება ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია ძალაში და ესპანელი ორი შეხვედრით დაისჯება, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ რამოსი „ბარსელონასთან“ შეხვედრას გამოტოვებს.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას...
- 3 დეკემბერი 2017
- 4 408
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.