„ლაიფციგის“ გენ.დირექტორი:„ვერნერი „რეალში“? ჩვენ დავასრულეთ მოლაპარაკებები“
გერმანული ლაიფციგის გენერალურმა დირექტორმა, რალფ რანგნიკმა ტიმო ვერნერის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა...
„ვერნერი შესანიშნავი ფეხბურთელია, ამიტომ სისულელე იქნება, თუ ვიტყვი, რომ მასზე პრეტენზიას გრანდები არ აცხადებენ, მათ შორის მადრიდის „რეალიც“ არის.“
„მინდა გითხრათ, რომ ჩვენ „ბლანკოსთან“ მოლაპარაკებები მაშინვე დავასრულეთ, როგორც კი შემოთავაზება მივიღეთ. ვერნერს არასდროს უთქვამს, რომ მას წასვლა სურს. მეტსაც გეტყვით, ტიმოს მოქმედი კონტრაქტი 2020 წელს ეწურება, ჩვენ კი გვსურს, რომ ხელშეკრულება 2022 წლამდე გავახანგრძლივოთ.“
„ვერნერი არ წავა, არც ზამთარში და არც ზაფხულში. ჩვენ არ გვსურს მასთან გამომშვიდობება.“
- 1 დეკემბერი 2017
- 4 308
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.