„რეალმა“ ჰარი კეინს ოფიციალური წერილით მიმართა
გავრცელებული ინფორმაციით, „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი „ტოტენჰემის“ ინგლისელ ფორვარდს, ჰარი კეინს არ ეშვება...
კლუბმა ახალგაზრდა ფორვარდს ოფიციალური წერილით მიმართა, სადაც საუბარია საოცარ პირობებზე, რომელსაც „ბლანკოსი“ ჰარის შესთავაზებს.
„ბლანკოსი“ მზად არის, კეინს ხელფასის სახით წლიურად 12.5 მილიონი ევრო განუსაზღვროს, რაც გაცილებით აღემატება მის ახლანდელ შემოსავალს. „მერენგები“ ასევე მზადყოფნას გამოთქვამენ, ფეხბურთელთან 6 წლიანი კონტრაქტი გააფორმონ.
„რეალის“ მიზანი კეინის ზაფხულში დამატებაა, ვინაიდან პერესი აცნობიერებს, რომ იანვრის მოახლოვებული სატრანსფერო ფანჯრის დროს შეთანხების მიღწევა ფაქტობრივად შეუძლებელია.
- 30 ნოემბერი 2017
- 5 213
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.