ზიდანი კრიტიკულ სიტუაციაშია - რა მოხდა „რეალში“ ბეილის გამო?
ესპანური და ბრიტანული გამოცემები იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალის“ წინახაზელის, გარეთ ბეილის გამო, სამეფო კლუბის მთავარ მწვრთნელსა და პრეზიდენტ, ფლორენტინო პერესს შორის გაუგებრობა მოხდა...
გარეთმა „ფუენლაბრდასთან“ მატჩის შემდეგ ტკივილები იგრძნო და მედიკოსთა ჯგუფის ჩარევა გახდა საჭირო, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ბეილს კვლავ სჭირდება მეთვალყურეობა და ის ლა ლიგის მომდევნო ტურში „ბილბაოს“ წინააღმდეგ ვერ იასპარეზებს.
ამ ამბავმა საშინლად გააღიზიანა ფლორენტინო პერესი, რომელმაც მთავარ მწვრთნელს, ზიზუს განუცხადა, რომ კლუბი ბეილს ყიდის, თანაც ძალიან მალე.
ზემოაღნიშნულ ამბავს ზიდანისგან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, ფრანგმა გარეთი დაიცვა, თუმცა პერესი ზინედინის რჩევის გათვალისწინებას არ აპირებს და ბეილს სავარაუდოდ „იუნაიტედში“ გაუშვებს.
ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პერესმა ზიზუს პირობა მისცა, რომელიც გარეთის სრულფასოვანი შემცვლელის ყიდვას შეეხება.
- 30 ნოემბერი 2017
- 6 341
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.