გარეთ ბეილმა ყველასათვის მოულოდნელი რეკორდი დაამყარა
არავინ ელოდა იმას, რომ გარეთ ბეილი „ფუენლაბრადასთან“ შეხვედრაში მადრიდისტებს ახალ რეკორდს შესთავაზებდა...
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ გარეთი 63 დღის მანძილზე არ გამოჩენილა მოედანზე და ამ რეკორდისთვის დიდი ხანი ემზადებოდა.
ბეილი გახდა სამეფო კლუბის პირველი ბრიტანელი ფეხბურთელი, რომელმაც 160 მატჩიან ზღვარს გადააჭარბა. უელსელმა აჯობა დევიდ ბექჰემს (160 მატჩი) და სტივ მაკმანამანს (158 მატჩი), რომლებიც პირველ-მეორე პოზიციებს ინაწილებდნენ.
ეს ასპექტი ყველას გამორჩა, თუმცა ფაქტი სახეზეა.
ბეილმა „ბლანკოსის“ მაისურით 161 შეხვედრა გამართა, 70 გოლი გაიტანა და 11 ტიტული მოიგო, მათ შორის არის ჩემპიონთა ლიგის 3 თასი.
- 29 ნოემბერი 2017
- 7 247
- 10
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.