ოფიციალურად - მარსელომ დანაშაული აღიარა
ესპანური გამოცემები მადრიდის „რეალის“ ვიცე-კაპიტანის, ბრაზილიელი მარსელო ვიეირას სურათებითაა აჭრელებული. ინფორმაცია ძალიან სწრაფად გავრცელდა. მოგეხსენებათ, ესპანეთის პროკურატურა მარსელოს გადასახადების დამალვას ედავებოდა...
მარსელოს მხარემ 2013 წლის მოვლენები გაიხსენა და დანაშაული აღიარა. საქმე ეხება 490 917 ევროს. ვიეირა მზად არის, ბიუჯეტის სასარგებლოდ ნახევარ მილიონ ევროს შეელიოს და საქმის წარმოება დაიხუროს.
ამასთანავე ყველა გამოცემა აღნიშნავს, რომ ბრაზილიელს ციხე არ ემუქრება და ის მხოლოდ ჯარიმის სანაცვლოდ ასცდება სასჯელს.
- 28 ნოემბერი 2017
- 5 946
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.