გალიანი მადრიდში ჩავა
მილანის ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი, კიდევ ერთხელ ჩავა მადრიდში მოლაპარაკებების გასამართად...
მილანი დაინტერესებულია უესლი სნეიდერისა და კლაას იან ჰუნტელაარის შეძენით. იტალიური კლუბი გეგმავს სერიოზულ გაძლიერებას ვინაიდან მათი შედეგები ძალიან დაბალია. მიუნხენის ბაიერნთან 4-1 წაგებამ სილვიო ბერლუსკონი აღაშფოთა და იგი გეგმავს ფეხბურთელების დამატებას.
როგორც La Gazzetta Dello Sport იუწყება გალიანი ძალიან მალე ჩავა მადრიდში, იტალიელებს იმედი აქვთ იმისა, რომ კაკას დათმობა დაეხმარებათ მადრიდელებთან მოლაპარაკებაში და სამეფო კლუბიც დაუთმობს მათ ორ ფეხბურთელს. ფულის ოდენობა ჯერჯერობით არ ჟღერდება, სავარაუდოდ მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან შეთანხმდებიან თანხაზე.
- 31 ივლისი 2009
- 3 369
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.