მადრიდის „რეალმა“ რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო და ფანები დასაჯა
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი რადიკალიზმით ყოველთვის გამოირჩეოდა, თუმცა ესპანური გუნდის მმართველის დღევანდელმა გადაწყვეტილებამ მართლაც დიდი ინტერესი გამოიწვია...
ფლორენტინომ სამეფო კლუბის ქომაგები დასაჯა.
„მალაგასთან“ შეხვედრაში აღმოსავლეთ ტრიბუნაზე მსხდომი გარკვეული ჯგუფი, რომელიც კრიშტიანო რონალდუს უყვიროდნენ და „მესი, მესი“ სკანდირებდნენ, იდენთიფიცირებულები არიან. აღსანიშნავია, რომ 3 პიროვნება სეზონის აბონიმენტს ფლობს და თითქმის ყველა შეხვედრას ესწრება ბერნაბეუზე.
ყველა ის ადამიანი, ვინც შაბათის შეხვედრაში კრიშტიანოს დისკრედიტაციას ეწეოდა, მიმდინარე სეზონის ბოლომდე „მერენგების“ საშინაო შეხვედრებს სტადიოდან ვეღარ ადევნებს თვალს.
- 27 ნოემბერი 2017
- 6 695
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.