„რეალი“ ენტონი მარსიალში სარეკორდი თანხას იხდის

ბრიტანულმა Sunday Mirror-მა ძალიან საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც მანჩესტერ „იუნაიტედის“ ფრანგი წინახაზელის, ენტონი მარსიალის მადრიდის „რეალში“ ტრანსფერს შეეხება...

ფეხბურთელი, რომელიც სეზონის სტარტზე ჯერ კიდევ სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად იბრძოდა, გატანილი გოლების სიხშირის მიხედვით პრემიერლიგაში საუკეთესია, ის მეტოქის გუნდის კარის ბადეს ყოველ 53 წუთში ერთხელ არხევს.

მარსიალმა ზინედინ ზიდანის და ფლორენტინო პერესის ყურადღება მიიქცია. ზემოაღნიშნულ წყაროზე დაყრდნობით, „დედაქალაქელები“ მზად არის, პირადი სატრანსფერო რეკორდი დაამყარონ და 21 წლის ფრანგის სანაცვლოდ 110 მილიონ ევროს შეელიონ.

წინასწარი ინფორმაციით, „ბლანკოსი“ ინგლისურ მხარეს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ოფიციალურად მიმართავს.

  • Datuna
  • 26 ნოემბერი 2017
  • 4 411
  • 14

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)