რონალდუ:„ვიხდი საჯარო ბოდიშს, ეს არ უნდა მომხდარიყო“
„დედაქალაქელთა“ პორტუგალიელმა თავდასხმელმა, კრიშტიანო რონალდუმ განცხადება გაავრცელა, სადაც მან ბოდიში მოიხადა და მომხდარი ინციდენტის მიზეზებზე ისაუბრა...
„ის, რაც მოხდა არ უნდა მომხდარიყო, ამიტომ ვიხდი საჯარო ბოდიშს და განვმარტავ, რომ ჩემი განერვიულება გამოიწვია იმ ადამიანთა ძალიან ცუდმა ქმედებამ, რომლებიც პროვოკაციით ცდილობდნენ სიტუაციის გამწვევას. პატივს ვცემ „რეალის“ ქომაგებს და ღრმად მწამს, რომ გუშინდელი ინციდენტი დავიწყებას მიეცემა, მე არცერთი მადრიდისტა არ გამაღიზიანებდა, ეს იყო პროვოკაციული დაჯგუფება“-განაცხადა კრიშტიანომ.
- 27 ნოემბერი 2017
- 11 674
- 12
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.