ოფიციალური განცხადება
მადრიდის „რეალის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელიც ესპანელი ნახევარმცველის, მარკო ასენსიოს ტრავმას შეეხება. მიუხედავად იმისა, რომ ზიზუმ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ასენსიოს დაზიანებას მცირე უწოდა, სამედიცინო გამოკვლევებმა სხვა შედეგები მოგვცა...
მარკოს პრობლემა მარჯვენა ფეხზე აქვს და სარეაბილიტაციო კურსს საჭიროებს, რომელსაც დაახლოებით 11-14 დღე დასჭირდება. წინასწარი ინფორმაციით, ასენსიო „მალაგასთან“, „ფუენლაბრადასთან“ და „ბილბაოსთან“ შეხვედრებს გამოტოვებს, მოედანს კი 6 დეკემბერს, „დორტმუნდთან“ მატჩის დროს დაუბრუნდება.
- 24 ნოემბერი 2017
- 3 275
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.