ზიდანი:„თუ გამარჯვება გვსურს, ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა „მალაგასთან“ შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა...

„ის ადგილი, რომელზეც ახლა „მალაგაა“ განთავსებული, არამართლზომიერია. ამ გუნდს ძალიან კარგი ფეხბურთის ჩვენება შეუძლია. „მალაგელთა“ ფეხბურთელებს დიდი პოტენციალი აქვთ.“

„თუ გამარჯვება გვსურს, ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ. სხვაგვარად არაფერი გამოვა.“

„გარეთ ბეილის თამაშის შესახებ განცხადების გაკეთება მიჭირს. ჯერ არ ვიცი, როდის შეძლებს დაბრუნებას უელსელი, თუმცა ის უკვე ვარჯიშობს და ყოველდღიურად მეტ დატვირთვას იღებს.“

„კარგად იცით თქვენც და კარგად ვიცი მეც, რომ ბეილი უდიდესი ფიგურაა და ის ყველა შეხვედრაში ამწვავებს სიტუაციას. რომ არა ტრავმები, ის გაცილებით პროდუქტიული იქნებოდა.“

„სერხიო რამოსი სპეციალურად ნიღაბს გაიკეთებს, თუმცა შესაძლოა, ის „მალაგასთან“ არ გამოვიყენო. სიმართლე გითხრათ, გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია.“

„ნამდვილად ვერ გეტყვით, რა ხდება დანიელ კარვახალის ყვითელ ბარათთან დაკავშირებით. მერწმუნეთ, განზრახ არაფერი მომხდარა. ველოდები მოვლენების განვითარებას.“

„საკუთარი კარის მშრალად შენახვას ხშირად ვერ ვახერხებთ, მაგრამ ბოლო დროს ამ ასპექტში აშკარა პროგრესი გვაქვს. გამარჯვებისთვის აუცილებელია საკუთარ კარზე ზრუნვა.“

„მარკო ასენსიოს მოედანზე გასვლა გარკვეულ რისკებს შეიცავს. დღეს ესპანელს არ უვარჯიშია, შესაბამისად, „მალაგელთა“ წინააღმდეგ მოედანზე არ გავა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და როდის შეძლებს მარკო დაბრუნებას. იმის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რომ სანერვიულო არაფერი გვაქვს.“

„ის, რომ „ბარსელონასთან“ სხვაობა 10 ქულას შეადგენს, თავისთავად ცუდი ფაქტია. ზოგიერთი ამას ტრავმიანობას აბრალებს, ზოგიერთი კი სხვა ასპექტებს, მაგრამ მომავალზე უნდა ვიფიქროთ. „რეალმა“ ყველა მატჩი უნდა მოიგოს და ეცადოს კატალონიურ კლუბთან ბარიერი სასწრაფოდ შეამციროს.“

„კეილორ ნავასი და მატეო კოვაჩიჩი გვიბრუნდებიან. მალე ვიხილავთ ბეილსაც. გუნდში მატება მნიშვნელოვანია, რადგან რესურსი აუცილებელია მაშინ, როდესაც რამდენიმე ფრონტზე ერთბაშად იბრძვი.“

„მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ 3 ქულა მოვიპოვოთ, ვინაიდან „ვალენსიასა“ და „ბარსელონას“ შორის ერთ-ერთი ქულებს დაკარგავს. არ არის გამორიცხული ფრე დაფიქსირდეს და დაგეგმილი 3 ქულა ვერცერთმა ვერ მოიპოვოს. ეს არის მომენტი, რომელიც 100%-ით უნდა გამოვიყენოთ.“

„ზოგიერთის აზრით, კარიმ ბენზემამ და რონალდუმ „აპოელთან“ შესანიშნავი თამაშით არაფერი დაამტკიცეს, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა, თანაც კვიპროსში იოლი არ არის. დარწმუნებული ვარ, ხვალ ბენზემაც გაიტანს და რონალდუც.“

„წლის ბოლომდე ჩასატარებელი მატჩები ბევრ რამეს გადაწყვეტს. ვისურვებდი, რომ აღებული გეზისთვის არ გადაგვეხვია და ყველა მატჩი მოგვეგო. თუ ჩვენ ამას შევძლებთ ლა ლიგაში სხვაობა შევამცირებთ და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ოქროს მედლებსაც დავეუფლებით.“

  • Datuna
  • 24 ნოემბერი 2017
  • 3 724
  • 9

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (34)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)