„იუვენტუსმა“ ისკოს უპრეცენდენტო კონტრაქტი შესთავაზა
ესპანური გამოცემები ძალიან საინტერესო ინფორმაციას იუწყებიან, რომელიც ტურინის „იუვენტუსის“ წინადადებას შეეხება. იტალიური გუნდი ისკო ალარკონის შეძენით არის დაინტერესებული და ფლორენტინო პერესს მაცდური წინადადებით მიმართავს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ თავად ფეხბურთელმაც უპრეცენდენტო შეთავაზება მიიღო...
რაშია საქმე. ტურინელები მზად არიან ისკოს 6 წლიანი კონტრაქტი შესთავაზონ, ეს იქნება პირველი შემთხვევა „იუვეს“ ისტორიაში, ვინაიდან აქამდე „ბებერ ქალბატონს“ 5 წლიანზე დიდი კონტრაქტი არავისთვის გაუფორმებია. გარდა ამისა უნდა აღინიშნოს, რომ „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა მზად არის, 70 მილიონი ევრო გადაიხადოს, რაც საკმაოდ დიდი თანხაა.
- 24 ნოემბერი 2017
- 5 139
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.