„რეალს“ ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან ძლიერი მეტოქე შეიძლება შეხვდეს

„ძლიერი მეტოქეები 1/8 ფინალში და ყოფილი ფეხბურთელების დაბრუნება სანტიაგო ბერნაბეუზე“ - სწორედ ასე დაასათაურეს ესპანურმა გამოცემებმა ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის დასრულების შემდეგ „რეალის“ მომავალი...

ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არაფერია, თუმცა პირველადგილოსნების უმრავლესობა გარკვეულია. ზინედინ ზიდანის გუნდს „ტოტენჰემი“ 3 ქულით უსწრებს, ბოლო ტურში „ბლანკოსი“ „ბორუსიას“ დაუპირისპირდება, პოჩეტინოს გუნდი კი „აპოელს“, სადაც დიდი ალბათობით გაიმარჯვებს, ამიტომ მადრიდელები მეორე ადგილს დასჯერდებიან.

„პსჟ“, „ბაიერნი“ - ამ გუნდებს შორის ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება, ისინი პირველ-მეორე ადგილს გაიყოფენ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბურთების შეფარდების მხრივ პარიზელებს იმხელა უპირატესობა აქვთ, რომ მათ პირველობა საფრთხე სავარაუდოდ არ დაემუქრება.

თუ „ბაიერნი“ პირველ ადგილს დაიკავებს დიდია შანსი იმისა, რომ „რეალს“ შეხვდეს და ხამეს როდრიგესი ბერნაბეუზე დაბრუნდეს.

ასევე დიდი შანსია იმისა, რომ მშობლიურ სტადიონზე კეპლერ პეპემაც შედგას ფეხი, რომლის „ბეშიქთაშმაც“ ყველსათვის მოულოდნელად 1/8 ფინალში გააღწია.

ბრაზილიელმა დანილომ ბერნაბეუ რამდენიმე თვის წინ დატოვა, ახლა კი დიდი შანსია, რომ მან ყოფილ სტადიონზე „სიტისთან“ ერთად გაილაშქროს.

ანალოგიურ სიტუაციაში ალვარო მორატაც, რომელმაც „ჩელსის“ რამდენიმე თვის წინ მიაშურა, ახლა კი შესაძლოა „რეალს“ დაუპირისპირდეს.

დაველოდოთ მე-6 ტურის შედეგებს და ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრას, რომელიც ძალიან ბევრ რამეს გადაწყვეტს.

  • Hala
  • 23 ნოემბერი 2017
  • 4 414
  • 17

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)