რონალდუს და ნეიმარის შედეგები ჩემპიონთა ლიგაზე
მას შემდეგ, რაც რონალდუმ „აპოელს“ ორი გოლი გაუტანა, ჩემპიონთა ლიგაზე 8 გოლი დაუგროვდა, მისი უშუალო კონკურენტი კი „პსჟ“-ს წინახაზელი ნეიმარია. ბრაზილიელმა „სელტიკთან“ იხეირა და პორტუგალიელის უშუალო კონკურენტია. ნეის ანგარიშზე 6 გოლი გახლავთ...
აღსანიშნავია, რომ ორივე მოთამაშემ ხუთივე შეხვედრა სრულად ჩაატარა, მათ ანგარიშზე 450 წუთია.
ამ ხნის მანძილზე კრიშტიანომ 45 კილომეტრი ირბინა, პორტუგალიელი თითო შეხვედრაში საშუალოდ 9 კილომეტრს დარბის. ამ კომპონენტში ნეიმარმა რონალდუს აჯობა, ბრაზილიელმა 51 კილომეტრი დაფარა და მისი საშუალო მაჩვენებელი 10 კილომეტრზე მეტია.
რაც შეეხება კარში დარტყმებს. ამ მონაცემითაც კრიშტიანო რონალდუ ლიდერობს. მან კარში 32-ჯერ დაარტყა, აქედან 16-ჯერ ბურთი კარში წავიდა და ასევე 16-ჯერ კარს ასცდა. ნეიმარის შედეგი განსხვავებულია, ბრაზილიელმა კარში ზუსტად 11-ჯერ დაარტყა, ხოლო 7 შემთხვევაში დარტყმა არასწორი გამოდგა. საერთო ჯამში მან 18-ჯერ „გაისროლა“.
პასების კომპონენტში ნეიმარმა რონალდუ აშკარად დაჩაგრა. „პსჟ“-ს ფორვარდის ანგარიშზე 299 გადაცემაა, საიდანაც 223 ზუსტი იყო, მას 75%-იანი მაჩვენებელი აქვს. რონალდუს კი 144 გადაცემა აქვს გაკეთებული, საიდანაც 119 ზუსტი იყო, მისი ზუსტი მაჩვენებელი 83%-ს უტოლდება, თუმცა გადაცემების რაოდენობა შესამჩნევად ნაკლებია.
- 23 ნოემბერი 2017
- 4 416
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.