„რეალში“ 3 გერმანელი მოდის, მათ შორის 1 მწვრთნელია

გერმანულ გამოცემებზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი მომდევნო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ძალიან სერიოზულ აქტივობებს გეგმავს და გუნდში რამდენიმე გერმანელი მივა, მათ შორის კი ერთი მწვრთნელი იქნება...

ის, რომ „ბლანკოსსა“ და ზიდანს შორის ურთიერთობა ისეთივე მყარი აღარ არის, როგორც აქამდე იყო ცხადია, აქედან გამომდინარე, მწვრთნელის ცვლილებაზე საუბარი კვლავ აქტუალურია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფრანგ ლეგენდას „დორტმუნდის“ ყოფილი მესაჭე, ტომას ტუხელი ჩაანაცვლებს. მადრიდში მიაჩნიათ, რომ ტუხელი შესანიშნავად მოერგება „ბლანკოსის“ ფილოსოფიას. 44 წლის სპეციალისტს ძალიან უყვარს შეტევა და ლამაზი თამაში.

ამასთანავე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ტუხელს საკმაო გამოცდილებაც დაუგროვდა. ის 2015-2017 წლებში „ბორუსიას“ ედგა სათავეში, მანამდე „მაინცის“ თავკაცი გახლდათ, სადაც სახელი გაითქვა, ის იქ 5 წლის მანძილზე მუშაობდა, მანამდე კი კი „აუსბურგის“ ერთწლიანი კარიერა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტუხელი გუნდში ტიმო ვერნერს მოიყვანს, რომლითაც პერესი დიდი ხანია ინტერესდება. მადრიდელები „ლაიფციგის“ წინახაზელის სანაცვლოდ 50 მილიონამდე იხდიან.

რაც შეეხება მესამე გერმანელს, ეს ადამიანი ჟულიენ დრაქსლერია, რომლის დღეებიც „პსჟ“-ში დათვლილი გახლავთ.

ინფორმაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს.

  • Hala
  • 22 ნოემბერი 2017
  • 8 136
  • 30

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)