ლიდერები "ლიონისთვის" ემზადებიან
ლიდერობიდან თერთმეტი საათის შემდეგ, მადრიდის "რეალი" ვარჯიშს არ წყვეტს. ამჯერად ისინი ფრანგული კლუბის, "ლიონის" დასამარცხებლად ემზადებიან. "სევილიას" წინააღმდეგ მატჩი მოწმობს იმას, რომ სამეფო კლუბს სასწაულების მოხდენა შეუძლია. თუმცა სამწუხაროდ არის ცუდი ამბავი. ბენზემას და დრენტეს სპორტულ დარბაზში შეუერთდნენ კრიშტიანო რონალდო და სერხიო რამოსი, რომლებსაც მცირე დაზიანებები აღენიშნებათ.
სამეფო კლუბის ფეხბურთელებს დასვენების დრო არ აქვთ, რადგან ზუსტად სამ დღეში მათ ძალიან რთული მატჩი ელით. სანტიაგო ბერნაბეუზე "რეალს" 90 წუთი ექნება იმისთვის, რათა შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხონ.
დღეს მანუელ პელეგრინის შეგირდებმა სხვადასხვა დარიგება მიიღეს. ამის შემდეგ კი 18 კაციანმა ჯგუფმა ვარჯიში დაიწყო.
ჩილელმა სპეციალისტმა გუნდი ორ ნაწილად დაყო. 1) სევილიას წინააღმდეგ მოთამაშე ძირითადი შემადგენლობის ცხრა კაცი: კასილასი, კაკა, ხაბი ალონსო, არბელოა, ალბიოლი, გარაი, მარსელო და ლასანა დიარა. ამ ფეხბურთელებმა შედარებით მსუბუქად ივარჯიშეს, რადგან როგორც იცით, ლა ლიგის წინა ტურში ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ. 2) გუნდის დანარჩენი ფეხბურთელები: გუტი, გაგო, მაჰამადუ დიარა, ვან დერ ვაარტი, გრანერო, რაული და მეტცელდერი, ცალკე გაისარჯნენ.
გუნდს დაემატა კასტილიას მეკარე ტიტო, რომელმაც დუდეკთან ერთად დარიგებები ტრადიციულად ხაბიერ მანჩისიდორისგან მიიღო. და ბოლოს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენ და საუბედუროდ ბენზემას და დრენტეს შეუერთდა, ძირითადი შემადგენლობის ორი წამყვანი ფეხბურთელი, კრიშტიანო რონალდო და სერხიო რამოსი. ამ ოთხ ფეხბურთელს ფიზიკური პრობლემები აწუხებთ.
- 7 მარტი 2010
- 1 901
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.