ბენზემა ტიერი ანრის გაუთანაბრდა
იმ ფონზე, რომ კარიმ ბენზემას „რეალის“ ქომაგები მსოფლიო ყველა კუთხიდან აკრიტიკებენ, ფრანგი ფეხბურთელი შესანიშნავი შედეგების „გამოცხობას“ განაგრძობს...
მოგეხსენებათ, ზიდანის ფავორიტმა ნიქოზიაში დუბლი შეასრულა და ამ შედეგით ფრანგული ფეხბურთის ლეგენდის, ტიერი ანრის შედეგი გაიმეორა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე 53 გოლი ჰქონდა გატანილი.
53-იდან 41 გოლი კარიმმა „რეალში“ გაიტანა, ხოლო 12 „ლიონში“.
ბენზემას შემდეგი სამიზნე უკრაინელი ფორვარდი, ანდრეი შევჩენკოა, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 59 გოლს მოუყარა თავი.
- 22 ნოემბერი 2017
- 3 459
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.