ასენსიო:„მორატას ბედის გაზიარებას არ ვაპირებ“
მარკო ასენსიომ „აპოელთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„თუ გავიმარჯვებთ და აქტივში 3 ქულას ჩავიწერთ, მომდევნო ეტაპზე გავალთ, ამიტომ ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ.“
„„აპოელი“ რთული მეტოქეა. ეს გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქულები დაგვაკარგინოს და ევროპალიგაზე გასვლის შანსი შეინარჩუნოს. საშინაო არენზე ისინი ყოველთვის სოლიდურები არიან.“
„იმედი მაქვს, რომ დასახულ მიზნებს მივაღწევ. ზინედინ ზიდანი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ფსიქოლოგიური წნეხი ამარიდოს. აბსოლუტურად თავისუფალი ვარ და განვითარებას განვაგრძობ, ბევრს ვმუშაობ და ვიხარჯები იმისათვის, რომ სამეფო კლუბში ადგილი დავიმკვიდრო.“
„მორატას სცენარი განსხვავებული იყო, მან იჯარით სხვა კლუბში ითამაშა, შემდეგ კი დაბრუნდა და ეფექტური იყო. საბოლოო ჯამში ესპანელი გამოგვემშვიდობა. მე არ ვაპირებ, რომ ანალოგიური სცენარი გავიმეორო, „ბლანკოსის“ დატოვება ჩემ გეგმებში არ შედის.“
„კრიშტიანო რონალდუ ჩემპიონთა ლიგაზე გაცილებით აგრესიულია, ვიდრე შიდა ჩემპიონატში. ღრმად მწამს, რომ პორტუგალიელი გოლეადორი ნიქოზიელებთანაც ეცდება გოლის გატანას.“
- 21 ნოემბერი 2017
- 2 828
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.