ზიდანი:„ბენზემას სათადარიგოთა სკამზე დავსვამ, თუ ის არ იშრომებს“
ზინედინ ზიდანმა „აპოელთან“ მატჩის წინ პრესკონფენრეცია გამართა...
„იმ შემთხვევაში, თუ 3 ქულას მოვიპოვებთ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საგზურს გავინაღდებთ, ამიტომ მაქსიმალური მოტივაციით გავალთ მოედანზე.“
„დარწმუნებული ვარ, „აპოელი“ ძალიან აგრესიული იქნება, ვინაიდან ეს გუნდი საშინაო არენაზე გამოდის.“
„მარკო ასენსიოში უდიდესი ნიჭი დევს, იგივე თქმა შემიძლია მარკოს ლორენტესა და დანი სებალიოსზე. ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომელიც დიდ პროგრესს აჩვენებს.“
„მერწმუნეთ, ბენზემამ თქვენზე კარგად იცის, რომ ინერტულია და უკეთ თამაში შეუძლია. ფრანგი ძალიან ბევრს მუშაობს იმისათვის, რომ ოპტიმალურ ფორმაში შევიდეს. მე მას მონდონებას ვუფასებ. ვფონებ, ბენზემა სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს, თუ დავინახავ, რომ ის ბოლომდე არ იხარჯება.“
„ოპტიმიზმით სავსე ვარ. მე მჯერა საკუთარი გუნდის. მიუხედავად იმისა, რომ ლა ლიგაში არასასურველი შედეგები გვაქვს, ყველაფერი წინ არის.“
- 21 ნოემბერი 2017
- 5 283
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.