ვალდანო:„„რეალის“ ფეხბურთელები 10-12 კილომეტრით ნაკლებს დარბიან, ვიდრე მეტოქეები“
ხორხე ვალდანომ მადრიდის „რეალში“ შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა...
„გუნდში აშკარა პრობლემებია და ამას ვერ გავექცევით. გადავხედოთ ციფრებს. 12 მატჩში მხოლოდ 7 მოგება, 3 ფრე და 2 წაგება. ეს არ ჰგავს იმ შედეგს, რომელსაც გრანდები აფიქსირებენ. არაერთი სეზონის გახსენება შემიძლია, სადაც „ბლანკოსს“ მთლიანი სეზონის მანძილზე ჰქონდა 2 წაგება დაფიქსირებული.“
„რონალდუ? ყველაფერს პორტუგალიელს ნუ მივაწერთ, თუმცა შედეგის არქონას მისი არაეფექტურობაც განაპირობებს.“
„ისკო შესანიშნავია, ანალოგიურის თქმა შემიძლია მოდრიჩზეც, მაგრამ ფაქტია, რომ გუნდს მეტი შემართება სჭირდება.“
„ყველა მატჩის შემდეგ ვეცნობი სტატისტიკას და ვხედავ, რომ „მერენგების“ ფეხბურთელები მეტოქე გუნდის ფეხბურთელების ნარბენი კილომეტრაჟის საერთო მაჩვენებელზე 10-12 კილომეტრით ნაკლებს დარბიან, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ „ბლანკოსი“ მობილური არ არის და ტემპის მომატება მართებს.“
- 20 ნოემბერი 2017
- 3 449
- 11
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.