რელანო:"რეალი ფორმაში შედის..."
ცნობილი ესპანელი საფეხბურთო ექსპერტი ალფრედო რელანო მადრიდის "რეალზე" საუბრობს. მისი განცხადებით სამეფო კლუბი საუკეთესო ფორმაში შედის და ახლო მომავალში ტრიუმფებსაც მრავლად შემოგვთავაზებს.
"ბრწყინვალე გამარჯვება და ერთპიროვნული ლიდერობა... გასული მატჩი "თეთრებმა" შესანიშნავად ჩაატარეს, იყო ბევრი უიღბლობა, გამართლება, თავდადება და რა თქმა უნდა მადრიდული სული კვეთება, საერთო ჯამში დიდებული შეხვედრა შედგა "სანტიაგო ბერნაბეუზე", გულშემატკივარმა ნამდვილი სპექტაკლი იხილა. აღსანიშნავია ანდრეს პალოპის შესანიშნავი მოქმედებები, იგი მართლაც რომ კარიერის საუკეთესო წლებს ატარებს. გასულ მატჩს მხოლოდ "მადრიდულ ჰეგემონიას" დავარქმევდი, "ბლანკოსის" ფეხბურთელებმა ფაქტიურად სასწაული მოახდინეს, მათ წაგებული მატჩი შემოატრიალეს და მეტად მრისხანე მეტოქე (პირდაპირი მნიშნვნელობით მიწასთან გაასწორეს). თუ რას ნიშნავს "ბერნაბეუს" ფაქტორი, ეს გუშინდელ თამაშშიც მშვენივრად გამოჩნდა."
"ვფიქრობ პელეგრინიმ მადრიდის "რეალის" ბოლო 15 წლის ისტორიიდან საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, ასეთი გამარჯვებები შარშანაც მრავლად იყო, მაგრამ ეს თამაში არასდროს დამავიწყდება. მართალია "ბარსელონა" ფორმიდან ამოვარდა, მაგრამ ჩემპიონობისთვის ბრძოლა გრძელდება, კატალონიელები არაფერს დათმობენ, ამაში დარწმუნებული ვარ. დახარჯულმა მილიონებმა პირველად გამოაჩინა "ბრჭყალები", ნამდვილი გაქალტიკო გუშინ საღამოს ვიხილე. შესაძლოა ამ გამარჯვებამ მადრიდელთა ეიფორია გამოიწვიოს, ეს კი ფეხბურთელთათვის დამღუპველია... "თეთრებს" ერთ რჩევას მივცემ, ზედმეტი თავდაჯერებულობა ხშირად საპირისპირო შედეგს იძლევა. მადრიდისტებო ბრძოლა ასეთივე თავდადებით განაგრძეთ და შედეგსაც მიაღწევთ."
"ლიდერი სამეფო კლუბია, "ბარსელონამ" კიდევ ერთხელ დაკარგა ქულები... კატალონიელებმა არა გუარდიოლას შეცდომების ხარჯზე, არამედ ლილოს (ალმერიას მწვრთნელი) მახვილგონივრული მოქმედებებისდა გამო ვერ მიაღწიეს სასურველ შედეგს. პეპის კრიტიკა უბრალოდ აფსრუდია, იგი მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო დამრიგებელი და შესანიშნავი პიროვნებაა. "ბლაუგნარას" მესვეურებმა სეზონის დაწყების წინ საბედისწერო შეცდომა დაუშვეს, მათ საკუთარი ბიუჯეტი დაზოგეს და ახალი ფეხბურთელების ყიდვისგან თავი შეიკავეს, დებიუტში ვერაფერს შეამჩნევდით, მაგრამ ახლა აშკარაა, რომ კატალონიელი სუპერ ვარსკვლავები გადაიღალნენ, "ბარსას" ხელმძღვანელობას კი მათი შემცვლელები არ ჰყავს. ამის მიუხედავად ლა ლიგის ჩემპიონის ვინაობის დადგენა ჯერ შეუძლებელია, ყველაფერი სეზონის დასკვნით ნაწილში, დაახლოებით 30–35–ე ტურებისთვის გაირკვევა."
ინფორმაციის წყარო: As.com
ავტორი: Kevlisha
- 7 მარტი 2010
- 1 705
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.