რამოსი:„ამ მძიმე ჟამს მივმართავ „რეალის“ გულშემატკივრებს“
მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა, სერხიო რამოსმა, „ატლეტიკოსთან“ მატჩში მძიმე დარტყმა მიიღო, რის გამოც ცხვირის ძვალი გაიტეხა და სარეაბილიტაციო კურსს საჭიროებს. ექიმების გადაწყვეტილებით, რამოსი ცოტა ხანს დაისვენებს, შემდეგ კი შეხვედრებს სპეციალური ნიღბის დახმარებით გამართავს. ესპანელმა მცველმა მადრიდისტებს მიმართა...
„ამ მძიმე ჟამს მივმართავ მადრიდის „რეალის“ ქომაგებს. ჩემთვის ორმაგად მტკივნეულია დღევანდელი დღე, რადგან „ატლეტიკოსთან“ ვერ მოვიგეთ, „ბარსელონასთან“ სხვაობა გაიზარდა და ამასთანავე მძიმე დარტყმა მივიღე და ცხვირის პრობლემები მაქვს, თუმცა მაძლიერებს ის მესიჯები, რომელიც ჩემთან მოდის. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და გპირდებით, რომ „ბლანკოსი“ ყველა ტურნირის მოგებისთვის იბრძოლებს“-განაცხადა სერხიომ.
- 19 ნოემბერი 2017
- 4 558
- 11
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.