რობინიო:„„რეალის“ დატოვებას ახლაც ვნანობ“
ბრაზილიელმა რობინიომ წლების წინ განვითარებული მოვლენები შეაფასა...
„ჩემთვის მადრიდში გატარებული თითოეული წუთი ბედნიერი იყო. ამ კლუბმა დიდი გამოცდილება შემძინა და თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ კარიერის საუკეთესო წლები სწორედ „თეთრ მაისურში“ გავატარე.“
„ჩემი კარიერა სწორედ მაშინ წავიდა რეგრესისკენ, როდესაც გუნდი დავტოვე და „სიტიში“ გადავედი. ეს დღე კარგად მახსოვს. სატრანსფერო ფანჯარა იხურებოდა, აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ „რეალმა „ჩელსის“ უარი განუცხადა, „სიტისთან“ კი მოლაპარაკებაზე წასვლას გეგმავდა. მთავარი ჩემი თანხმობა იყო, გადაწყვეტილება ჩქარა მივიღე და ინგლისში გადავედი.“
- 17 ნოემბერი 2017
- 3 068
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.