ვან დერ ვაარტმა რეალს გვირგვინი დაადგა
მადრიდის რეალის გამარჯვებას და ლა ლიგას სატურნირო ცხრილში ცვლილებებს სტატია მიუძღვნა უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა.
ვან დერ ვაარტის გოლმა, რომელიც ჰოლანდიელმა მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე გაიტანა, მადრიდის რეალს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუპოვა, ხოლო ბარსელონას პირველობა დააკარგინა.
მატჩი კი სამეფო კლუბისთვის კატასტროფულად დაიწყო, გუნდის "ხერხემალმა" ხაბი ალონსომ მეათე წუთზე ავტო გოლით გამოიჩინა თავი. მოვლენათა ასეთ განვითარებას სანტიაგო ბერნაბეუზე შეკრებილი პუბლიკა ნამდვილად არ ელოდა. "ბლანკოსის" ფეხბურთელებმა მაშინვე დაიწყეს სტატუს ქვოს აღდგენაზე ზრუნვა და აქტიურად შეუტიეს სევილიელებს, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია, პალოპი დამაჯერებლად იცავდა კარს.
მეორე ტაიმში სევილიამ უპირატესობა 2 ბურთამდე გაზარდა დრაგუტინოვიჩის საჯარიმო დარტყმით და რეალის შანსეი საგრძნოლად შეამცირა, მაგრამ როგორც ჩანს პერესს 94 მილიონი ტყუილად არ "გადაუყრია", რონალდომ ლა ლიგაში თავისი მეთოთხმეტე გოლი გაიტანა და მატჩს ინტრიგა დატოვა. მატჩში გარდატეხა რაფაელ ვან დერ ვაარტისა და გუტის გამოსვლამ შეიტანა, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ თამაშში. ჯერ იყო და გუტიმ სცადა მეტოქის კარის აღება, მაგრამ როგორც ნათქვამია "ძელი მეკარის საუკეთესო მეგობარია" და მეთოთხმეტე ნომრის დარტყმული თავის თავზე ხარიხამ მიიღო, თუმცა ამ დარტყმულის შემდეგ ვან დერ ვაარტის მიერ მოწოდებული კუთხური რამოსმა გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა. სევილიელის გოლის შემდეგ მადრიდელებმა უკვე მოგებაზე დაიწყეს ფიქრი, იგუაინი და რონალდო რამოდენიმეჯერ იყვნენ მიზანთან ახლოს, თუმცა პალოპი ამ შეხვედრაში მოწოდების სიმაღლეზე იდგა და მადრიდელებს გამარჯვების გოლის გატანას არ აცლიდა. მიუხედავად მეკარის დიდი მცდელობისა მესამე გოლი მაინც გავიდა სევილიას კარში და გატანილი ბურთის ავტორი ვან დერ ვაარტი გახდა, რომელმაც მეკარის მიერ მოგერიებული ბურთის კარებში გადაგზავნა არ გაჭირვებია და მადრიდის რეალს სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი მოუტანა.
ბერნაბეუზე შეკრებილი გულშემატკივარი ძალიან დრამატული შეხვედრის მომსწრე გახდა, თავდაპირველად მათი საყვარელი გუნდი 2:0 აგებდა, შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა, ამ მატჩში თუ ვინმეს გამორჩევა შეიძლება რეალის მხრიდან ესენი არიან ვან დერ ვაარტი და სერხიო რამოსი, რომლებმაც რეალს გვირგვინი დაადგეს, ამ ყველაფერს კი წინ უძღვოდა ბარსელონას ფრე ალმერიასთან.
- 7 მარტი 2010
- 1 633
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.