ზიდანი:„ვინიციუსი „რეალში“ სათამაშოდ მზად არის, ამიტომ ჩვენ მას ვიმატებთ“
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა სამეფო კლუბის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ბუნებრივია, ყველაზე დიდ ინტერესს ის სატრანსფერო პოლიტიკა იწვევს, რის წარმოებასაც ფრანგი სპეციალისტი და გუნდის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი გეგმავს. ზიდანმა ჟურნალისტებთან საუბრისას ერთი რამ უკვე დაადასტურა...
„მე ვფიქრობ, რომ სიახლე არასდროსაა ცუდი მაშინ, როდესაც ის გჭირდება.“
„მადრიდის „რეალში“ თამაში იოლი არ არის, მაგრამ ვინიციუს ჟუნიორი უკვე მზად არის, რომ ევროპის ყველაზე ძლიერ ჩემპიონატში ითამაშოს.“
„ყველა ფორმალობას მოვაგვარებთ და ვეცდებით, რომ ზაფხულში მან პრე-სეზონი „ბლანკოსთან“ ერთად გაატაროს. ბრაზილიელი 12 ივლისს 18 წლის ხდება. სავარაუდოდ ამ დროს დავიწყებთ წინასასეზონო მომზადებას.“
- 16 ნოემბერი 2017
- 7 227
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.