სერესო:"გრიზმანი დღემდე მსოფლიოს 3 საუკეთესო ფეხბურთელთა შორისაა"
მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტმა ენრიკემ სერესომ ანტუან გრიზმანზე ისაუბრა.
"გრიზმანს არ უმართლებს. მან არაჩვეულებრივად დაასრულა წინა სეზონი და დღემდე ითვლება 3 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის.
"მისი მთავარი პლიუსი ისაა რომ ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და დიდი დრო აქვს, ვიდრე იმ ორს.
"ყველა ფეხბურთელის კარიერაში სხვადასხვა მომენტები აქვთ. რათქმაუნდა ანტუანს ახლა საუკეთესო დრო არ აქვს, მაგრამ იმედი მაქვს რომ ის გადალახავს პრობლემებს.
"დარწმუნებული ვარ რომ "რეალთან" მატჩში ჩვენ ვიხილავთ ძველ გრიზმანს, რომელიც მცველებს კოშმარში აგდებს." - განაცხადა სერესომ.
შეგახსენებთ რომ, მადრიდული დერბი 18 ნოემბერს გაიმართება, თბილისის დროით 23:45 საათზე.
- 12 ნოემბერი 2017
- 2 607
- 16
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.