სკანდალი - ნეიმარმა მარსელოს საიდუმლო გაუმხილა
ესპანური გამოცემა „ას“ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც ბრაზილიელი მეგობრების, ნეიმარისა და მარსელო ვიეირას საუბარს შეეხება...
ამჟამად „პსჟ“-ს და მადრიდის „რეალის“ ლიდერები ერთად იმყოფებიან და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მატჩებისთვის ემზადებიან.
რა უთხრა ნეიმარმა მარსელოს? კითხვა, რომელიც ყველას აწუხებს.
ზემოხსენებული წყაროს ინფორმაციით, ნეიმ მარსელოს განუცხადა, რომ „პსჟ“-ში ბედნიერი არ არის და უნაი ემერისთან კარგი ურთიერთობა არ აქვს, რაც იძულებულს ხდის კლუბის დატოვებაზე იფიქროს, მადრიდის „რეალის“ ვარიანტი კი მისთვის მისაღებია.
კულუარებზე დაყრდნობით, მარსელომ ნეიმარს მადრიდში არსებული სიტუაცია დეტალურად გააცნო.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას...
- 9 ნოემბერი 2017
- 18 852
- 46
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.