ზიდანი:„ბეილი, კარვახალი და კოვაჩიჩი მალე დაბრუნდებიან“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა „ლას პალმასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...

„აუცილებლად მოვიპოვებთ 3 ქულას, თუ 90 წუთის მანძილზე შევინარჩუნებთ ინტენსივობას. ეს არის უმთავრესი ასპექტი. გუნდი ზუსტი უნდა იყოს, როგორც დაცვაში, ასევე წინა ხაზში.“

„ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ. არ ვთვლი, რომ სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე ცუდი პერიოდი მიდგას. გამარჯვებების მიღწევას „ლას პალმასიდან“ დავიწყებთ.“

„მზად ვარ „რეალის“ მწვრთნელის პოსტი დავტოვო, თუ მადრიდისტებისგან ვიგრძნობ, რომ ზედმეტი ვარ. ამ წუთებში ამის წინაპირობა არ არსებობს, მე უდიდესი მხარდაჭერა მაქვს, რაც კიდევ უფრო მოტივირებულს მხდის.“

„ეიფორიაში ჩავარდნას არ ვაპირებ. ჯილდო მივიღე, მაგრამ მე არ ვარ მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი, ამისთვის დიდი გამოცდილებაა საჭირო, თუმცა არც ყველაზე ცუდი მწვრთნელი ვარ.“

„მოხარული ვარ, რომ დანი კარვახალი და გარეთ ბეილი გვიბრუნდებიან. უელსელი მოედანზე მალე გავა, ასევე ყოველდღიურად იტვირთება კარვახალი.“

„მატეო კოვაჩიჩის დაბრუნება დაახლოებით 10 დღეში იგეგმება, ხორვატი ფეხბურთელი ჩვენი გუნდისთვის დიდი დანაკლისი იყო.“

„გვაქვს იდეა, თუ როგორ ვითამაშოთ ხვალინდელ მატჩში. გუნდს რამდენიმე ტაქტიკის გამოყენება შეუძლია.“

„ნებისმიერი კრიზისული ვითარება გვაძლიერებს და უფრო მოტივირებულს გვხდის. ტრავმირებულები ბრუნდებიან, ჩვენ აუცილებლად მივალთ ფორმის პიკთან.“

„ის, რომ BBC- ვერ ვიყენებ ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება, ისინი დიდ ძალას ქმნიან.“

  • Hala
  • 5 ნოემბერი 2017
  • 6 793
  • 122

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)