“მადრიდის რეალი“ VS „სევილია“
თამაშის თარიღი: 07.03.2010
თამაშის დრო: ადგილობრივი დროით 22:00 (თბილისის დროით 01:00)
თამაშის ადგილი: მადრიდი, ესპანეთი
სტადიონი: Estadio Santiago Bernabéu
ტევადობა: 80, 354
მასპინძელი კლუბი: Real Madrid Club de Fútbol
დაარსების წელი: 1902 წლის 6 მარტი ( გილოცავთ ამ დღეს ყველა მადრიდისტას)
ზედმეტსახელი: "Los Blancos" , "Los Merengues" , "Los Galacticos"
პრეზიდენტი: ფლორენტინო პერესი
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
მოწინააღმდეგე კლუბი: Sevilla Fútbol Club S.A.D.
დაარსების წელი: 1905 წლის 14 ოქტომბერი
ზედმეტსახელი: "Sevillistas" , "Rojiblancos" , "Los nervionenses"
პრეზიდენტი: ხოსე მარია დელ ნიდო
მწვრთნელი: მანუელ ხიმენესი
სანამ უშუალოდ თამაშზე დავიწყებდე საუბარს ერთგვარი წინასიტყვაობა მინდა გავაკეთო... მოკლედ, რაშია საქმე... ეხლა , როცა ამ სტატიას ვწერ ცოტა გადაკრული ვარ და მიუხედავად იმისა, რომ ვეცდები რაც შეიძლება ნაკლები შეცდომები დავუშვა, შეიძლება შეცდომები გამეპაროს და აქ ნუ დაიწყებთ მაგ შეცდომების გარჩევას , თორემ, როგორც ჩემი უფროსი იტყვის ხოლმე: „დაგხოცავთ ყველას“... ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, მაგრამ ხომ გაგიგიათ: „ისეთ ხუმრობას რა ვუთხარი ცოტა სიმართლეც რომ არ ერიოს შიგო“, ხოდა...
მაშ ასე, დადგა დღე, როცა კიდევ ერთი ტურის გადაგორება მოუწევს ჩვენ საყვარელ კლუბს. ასეა თუ ისე, კარგია თუ ცუდი, დღევანდელი დღე დაემთხვა კლუბის ისტორიაში და თითოეული ჩვენგანისთვის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს... არამგონია ვინმე იყოს აქ ისეთი, ვინმაც არ იცოდეს დღევანდელი დღის მნიშვნელობა... მე მაპატიეთ, მაგრამ მე მაინც ვიტყვი, რომ დღეს „მადრიდის რეალს“ დაარსებიდან 108 წელი შეუსრულდა... ამ ხნის განმავლობაში იყო ბევრი წარმატება , წარუმატებლობა , სიხარული, ცრემლები და ა.შ. რომელზეც საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ ამაზე არ გავამახვილებ თქვენს ყურადღებას...
რაც შეეხება ლა ლიგას, ამ ჩემპიონატში ნელ–ნელა იზრდება დაძაბულობა და სიტუაცია კულმინაციას უახლოვდება. „ბლანკოსებს“ ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი თამაშის წინ ლა ლიგის უმნიშვნელოვანესი თამაშის ჩატარება მოუწევს... დღეს „თეთრები“ „სევილიას“ ხვდებიან და იმისთვის, რომ სატურნირო ცხრილის ლიდერს „ბარსელონას“ არ ჩამორჩნენ მხოლოდ და მხოლოდ მოგება ესაჭიროებათ (შეგახსენებთ, რომ დღეს „ბარსელონა“ „ალმერიას“ ხვდება და ადვილი მოსალოდნელია, რომ პეპ გვარდიოლას შეგირდებმა სამი ქულა მოიპოვონ)... პირველი დუელი მადრიდელებმა „ხოსე სანჩეს პისქუანზე“ დათმეს... დროა, რომ ღირსეული რევანში ავიღოთ სევილიაში დაკარგული ქულების გამო... „სევილიასთან“ თამაში , არა აქვს მნიშვნელობა, სადა და რა ტურნირის ეგიდით იმართება იგი, თუ ისტორიას გადავხედავთ , ყოველთვის სანახაობრივი და უხვგოლიანი იყო... იმედია დღევანდელი თამაშიც არ იქნება გამონაკლისი და სანახაობრივ ფეხბურთს ვიხილავთ...
დღეის მდგომარეობით, „სევილია“ სატურნირო ცხრილში 43 ქულით (რომელიც შედგება 13 გამარჯვებისგან, 4 ფრედ ნათამაშევი შეხვედრისგან და შვიდი წაგებისგან) მეოთხე ადგილზე იმყოფება , ჩამორჩება რა სამი ქულით „ვალენსიას“ , ქულების იმავე რაოდენობით უსწრებს უახლოეს მდევარ „მალიორკას“. მანოლო ხიმენესის შეგირდები სამ ფრონტზე იბრძვიან ... გარდა იმისა, რომ სევილიელები ლა ლიგის ერთ–ერთი ფავორიტები არიან , ისინი სამეფო თასის ფინალშიც გავიდნენ და ამავდროულად მათ საკმაოდ ხმამაღალი განაცხადი გააკეთეს ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში გადასასვლელად. მიუხედავად იმისა, რომ მანოლო ხიმენესს ჩატარებული სეზონის მიხედვით ბევრს აკრიტიკებენ , მათ ბევრი რამე აქვთ საამაყო... კლუბს ასევე, დადებითი სტატისტიკური მონაცემები გააჩნია... „სევილია“ ლა ლიგაში გატანილი გოლების მიხედვით მე–5 ადგილზე იმყოფება. კლუბის დაცვის ხაზი სიძლიერის მიხედვით მესამეა, ჩამორჩება რა მარტო „მადრიდის რეალსა“ და „ბარსელონას“... ასევე გასვლაზე მოპოვებული გამარჯვებების მიხედვით „სევილია“ მე–4 ადგილზეა, ამავდროულად აღსანიშნავია, რომ „სევილიას" გასვლაზე არასდროს ფრე არ უთამაშია 6 მოგება და 5 წაგება...ხოლო საკუთარ მოედანზე ჩატარებული 13 შეხვედრიდან 7 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 2 წააგო, რაც შეეხება „მადრიდის რეალს“, იგი ევროპაში ერთადერთი კლუბია, რომელსაც მიმდინარე სეზონში საკუთარ სტადიონზე არცერთი თამაში არ წაუგია... ხოლო გასვლაზე ჩატარებული 12 შეხვედრიდან 7 მოიგო, 2 ფრედ დაასრულსა და 3 წააგო...
რა შეიცვალა „პისქუანზე“ თამაშის შემდეგ?
მას შემდეგ, რაც მე–6 ტურში „სევილიამ“ საკუთარ მოედანზე დაამარცხა „მადრიდის რეალი“, კლუბისა და მისი პრეზიდენტის თავზე ნამდვილმა ქარიშხალმა გადაიარა... პრესა აჭრელდა ინფორმაციებითა და ექსპერტთა მოსაზრებებით, რომ „სევილიას“ შემადგენლობა არაფრით არ ჩამოუვარდებოდა „მადრიდის რეალისა“ და „ბარსელონას“ შემადგენლობას, ხოლო მანოლო ხიმენესი კი არც მეტი არც ნაკლები პეპ გვარდიოლასა და მანუელ პელეგრინზე არაფრით ნაკლები არაა... იღბალი აშკარად რამდენიმე ხნის განმავლობაში „სევილიას“ მხარეს იყო– ანდალუიზელებმა პირველებმა ესპანურ კლუბებს შორის გაინაღდეს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში თამაში, შიდა ჩემპიონატშიც ყველაფერი კარგად მიდიოდა.. პრობლემები მე–12 ტურში დაიწყო, მას შემდეგ , რაც დიდი ბრძოლის შედეგად „მალაგასთან“ 2:2 საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა. თითქოს ამას ელოდაო, „სევილია“ ლა ლიგაშ ქულის ქულაზე დაკარგვა დაიწყო, ფრე „ვალიადოლიდთან“, საკუთარ მოედანზე ზედიზედ სამი მარცხი არც თუ ისე ძლიერი მეტოქეებისგან, ამას კიდევ დაემატა „კამპ ნოუზე“ სამარცხვინო 4:0 ანგარიშით წაგებული შეხვედრა... მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორედ „სევილიამ“ გამოთიშა „ბარსელონა“ სამეფო თასის გათამაშებას...
ბედისწერა კი, თითქოს დელ ნიდოს მისი ამპარტავნული გამონათქვამების გამო სჯიდა, „სევილიას“ ახალ–ახალ გამოცდებს უმზადებდა. კლუბს ტრავმების ნადვილი ეპიდემია დაიწყო, დღეის მდგომარეობითაც სევილიელთა ლაზარეთი კვლავაც არაა ცარიელი. ყველაზე მძიმე კი გამოდგა მარჯვენა მცველის სერხიო სანჩესის გულის ავადმყოფობა. სანჩესის შემცვლელი იტალიაში იპოვეს, მაგრამ ტრავმირებულთა რიცხვი სულაც არ შემცირებულა, იყო დრო, როცა მანოლო ხიმენესის განკარგულებაში 12–13 ჯანმრთელი ფებხურთელი იყო... ამას თან დაემთხვა აფრიკის თასის გათამაშება, რის გამოც ძირითადის სამ ფეხბურთელს მოუწია წასვლა საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ამ ტურნირზე საასპარეზოდ.
ტრავმებზე კიდევ ვილაპარაკოთ, ეხლა კი თვალი გადავავლოთ ახალ სახეებს მოწინააღმდეგე კლუბის შემადგენლობაში... კონკრეტულად კი მარიუს სტანკიავიჩუსი, მეორე ლეგიონერი ლიტვიდან, პრიმერას ისტორიაში ყველაზე დიდი მცველი (სიმაღლე–190 სმ.), რომელსაც შეუძლია როგორც დაცვის ცენტრში, ასევე დაცვის მარჯვენა ფლანგზე თამაში. ამ უკანასკნელმა სერია ა–ში შვიდი სეზონი გაატარა.
კლუბიდან „ატლანტას“ მიაშურა ერნესტო ჩევანტონმა, ხოლო სათამაშო დროისა და პრაქტიკის მისაღებად გერმანულ კლუბ „ჰანოვერში“ გაშვებულ იქნა არუნა კონე...
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ზოგისთვის კი შეიძლება უმნიშვნელოც, თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე , ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია ხესუს ნავასის „მადრიდის რეალში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით... ჯერჯერობით უცნობია, გვაქ თუ არა საქმე „სევილიას“ ერთ–ერთ ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელზე „ფსიქოლოგიურ ზემოქმედებასთან“, თუ მართლაც დაინტერესებულია მადრიდული კლუბი ნავასის გადმობირებით... თვითონ ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ასეთი კლუბის მხრიდან მისით დაინტერესბა მისთვის ძალიან დიდი პატივია, მაგრამ ამ ეტაპზე მას მთელი თავისი გულისყური „სევილიასკენ“ აქვს მიმართული... დელ ნიდომ განაცხადა, რომ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი აქვს გაფორმებული და ამით ეს თემაც დახურულია...
გამომცემლობა „Marca“–ს ცნობით, არბელოა ნავასის დაპირსპირება იქნება მნშვნელოვანი დღევანდელ შეხვედრაში
როგორც აღვნიშნე, „მადრიდის რეალმა“ პირველი მარცხი „პისქუანზე“ იწვნია... და თუ მიხვდებით ვინ იყო იმ თამაშში მსაჯი?... ეს იყო იტურალდე გონსალესი?!
საერთო ჯამში, „მადრიდის რეალი“ და „სევილია“ მოყოლებული 1935 წლიდან ერთმანეთს 172–ჯერ დაუპირსპირდნენ, საიდანაც „თეთრებმა“ 66 შეხვედრაში მოიპოვეს გამარჯვება, 26 შეხვედრა ფრედ დამთავრდა, ხოლო 39 შეხვედრა კი „სევილიამ“ მოიგო. ამ შეხვედრების განმავლობაში „ბლანკოსებმა“ 268 გოლი გაიტანეს მეტოქის კარში, ხოლო საკუთარ კარში კი 181 გოლი მიიღეს... ზემოთხსენებული 172 შეხვედრიდან „თეთრებმა“ მეტოქე „ბერნაბეუზე“ 46–ჯერ დაამარცხეს, 11–ჯერ „ბერნაბეუზე“ მასპინძლები ფრეს დაჯერდნენ, ხოლო 8 შეხვედრა კი დათმეს...
XXI ს–ში „სევილიასა“ და „მადრიდის რეალის“ თამაში ეს იგივეა, რაც სპექტაკლი ბევრი გატანილი გოლით... მათი დუელის განმავლობაში (იგულისხმება 21–ე საუკუნე) საერთო ჯამში 17 ნათამაშევ შეხვედრაში გატანილ იქნა 70 ბურთი. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მოხდა ისე, რომ ეს დაპირისპირება ჩემპიონატის ფარგლებს გასცდა: 2007 წელს ესპანეთის სუპერთასზე სევილიელებმა „ბერნაბეუზე“ „მადრიდის რეალი“ ანგარიშით 3:5 დაამარცხეს...
„მადრიდის რეალისა“ და „სევილიას“ დაპირისპირება, როგორც ზემოთ აღვნიშნე გავს სპექტაკლს ბევრი გატანილი გოლით. ამ ათწლეულის განმავლობაში ესპანეთის ჩემპიონატის 17 შეხვედრაში გატანილ იქნა 70 გოლი, ანუ მიახლოებით 4,1 ერთ შეხვედრაში. დაწყებული 2001/2002 წლების სეზონიდან (ვინაიდან წინა სეზონში „სევილია“ სეგუნდა დივიზიონში გამოდიოდა), არცერთი შეხვედრა არ დამთავრებულა ნულოვანი ფრით. მხოლოდ ერთხელ მოხდა ისე, რომ ერთ–ერთი მოკრივე მოწინააღმდეგისთვის საპასუხო დარტყმის მიყენების გარეშე გავიდა რინგიდან...ეს იყო 2004/2005 წწ–ში („სევილიამ“ მაშინ „ბერნაბეუზე“ 0:1 გაიმარჯვა). უფრო მეტიც, ამ დაპირსპირებაში ორივე კლუბს თითქმის თანაბარი მაჩვენებლები აქვთ: 17 თამაშიდან 9–ჯერ „ბლანკოსმა“ იმარჯვა, ხოლო 7–ჯერ კი „სევილიამ“... იმ ერთ თამაშში რაც მოხდა იმედია მიხვდებით...
მთავარი გმირად „თეთრების“ მხრიდან ზიდანი ითვლება, რომელმაც საერთო ჯამში 8 გოლის გატანა მოახერხა (საერთო, უნდა აღინიშნოს, რომ „სევილია“ მისი საყვარელი მსხვერპლი იყო), ხოლო „სევილიელთა“ მხრიდან კი კანუტე 4 გატანილი გოლით. ის „ბლანკოსებისთვის“ ნამდვილი ღამის კოშმარია...
თუ XXI ს–ში ყველაზე სანახაობრივი დაპირსპირება „მადრიდის რეალსა“ და „სევილიას“ შორის იმართება, 90–იან წლებში ასეთი დაპირისპირება იყო „ბარსელონასა“ და „ატლეტიკოს შორის (81 გატანილი გოლი), 80–იანებში „მადრიდი“ „ბარსელონა“ და „მადრიდი“ „ბეტისი“ (70–70 გატანილი გოლი), 70–იანებში „მადრიდი“ „ლას პალმასი“ (63 გოლი), 60–იანებში „სარაგოსა“ „ელჩე“ (72 გოლი), 50–იანებში „მადრიდი“ „ესპანიოლი“ (101 გოლი), 40–იანებში „ატლეტიკო“ „ესპანიოლი“ (106 გოლი) და 1928–დან 1940 წლამდე ბრწყინავდა „ატელტიკო“ „ბარსელონას“ დაპირსპირება (101 გატანილი გოლი).
რა მოხდება დღეს? დარჩება თუ არა „მადრიდის რეალი“ კლუბად, რომელსაც საკუთარ მოედანზე 100%–იანი შედეგი ექნება? თუ „სევილია“ კიდევ ერთხელ შეძლებს მიმდინარე სეზონში მადრიდული ულაყის დამორჩილებას? ამას რამდენიმე საათში გავიგებთ...
- 6 მარტი 2010
- 1 833
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.