მარსელო "As"-თან

როგორც გახსოვთ, პირველ წრეში მადრიდის "რეალმა" მარცხი იწვნია "სევილიასთან", რაც ძირითადად მარსელოს ბრალია, რომელმაც ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული სამუშაო, ხესუს ნავასმა მას ნამდვილი კოშმარი მოუწო. ახლა კი ბრაზილიელი ძალიან მოტივირებულია, მას სურს ძველი შეცდომების გამოსწორება და გუნდის დახმარება.

ახლა საუკეთესო ფორმაში ხართ?

ალბათ. განსაკუთრებით კარგად ვთამაშობ ჩემი შვილის-ენცოს დაბადების შემდეგ, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი.

კერძოდ რა გაქვთ სასწავლი?

ფეხბურთელი ვერასოდეს იტყვის, რომ ის სრულყოფილია. მას ყოველთვის უნდა ჰქონდეს რაიმე დასამუშავებელი.

ამის გასაკეთებლად რა უნდა გააკეთოს მოთამაშემ?

უნდა ივარჯიშოს, ვარჯიშის დაწყებამდე და დასრულების შემდეგაც. ასევე ფეხბურთელმა გარკვეული დრო უნდა დაუთმოს სატრენაჟორო დარბაზსაც.

პირველ წრეში, ხესუს ნავასმა კოშმარი მოგიწყოთ...

მაშინ წავაგეთ და ჟურნალისტებმა ეს ყველაფერი მე დამაბრალეს, რაც უსამართლობად მიმაჩნია. ისინი ჯერ გაკრიტიკებენ, შემდეგ კი ამაყობენ შენით.

კი მაგრამ ეს კრიტიკა სრულიად დაიმსახურეთ, რადგან ხესუს ნავასმა "ბურთი არ დაგანახათ"...

მართალია, მაგრამ ყველაზე უცნაური ის არის, რომ მატჩამდე თავს შესანიშნავად ვგრძნობდი, მაგრამ მოედანზე რაღაც მოხდა. ამის გახსენებაც არ მინდა.

ის პერიოდი, თქვენთვის ყველაზე ცუდი იყო "რეალში"?

არა, იმიტომ, რომ შემდეგ თამაშში გოლი გავიტანე. "სანჩეს პის ხუანზე" მომხდარი ფაქტი კი უბრალოდ შავ ლაქად დარჩება ჩემ ცხოვრებაში.

თქვენ არ გსიამოვნებდათ ის, რომ ხალხის აზრით მარსელო არ იყო ღირსი სამეფო კლუბში თამაშისა...

სულაც არა, პირიქით ეს კრიტიკა უფრო მოტივირებულს მხდიდა. არ მაინტერესებს ჩემზე ვინ რას იტყვის. მე ვიცი, რომ ღირსი ვარ "ბლანკოსში" თამაშის და ამას დავამტკიცებ კიდეც.

"ბარსასთანაც" კარგად არ გითამაშიათ...

ასე გგონიათ? მე ვფიქრობ, რომ კარგად ვითამაშე და ეს მწვრთნელმაც მითხრა. ის მატჩი არ უნდა წაგვებო.

შეტევაში უფრო კარგად ასპარეზობთ, ვიდრე დაცვაში...

მომწონს წინ თამაში, მაგრამ ბავშვობიდან დაცვაში ვაგორებ ბურთს. ჩემი პოზიცია მხოლოდ პელეგრინის გადასაწყვეტია, სადაც ის იტყვის იქ ვითამაშებ.

და მანუელი რას გთხოვთ?

ის მთხოვს ბევრ სამუშაოს და კონცენტრაციას. თუ რამე არ გამომივიდა, ჩილელი ყოველთვის მაძლევს შენიშვნებს.

შეტევაში უფრო თავისუფალი ხართ?

წინ თამაში უფრო დიდ სივრცეს მანიჭებს. იქ მე შემიძლია პოზიციები გავუცვალო კაკას, ვან დერ ვაარტს და ასე შემდეგ.

შესაძლებელია გიწოდოთ "მეფე" ასისტენტობისა...

დაიხ, რა თქმა უნდა. მე ამით ძალიან ბედნიერი ვარ.

პელეგრინიმ განაცხადა, რომ მხოლოდ სევილიამ დაიმსახურა თქვენთან გამარჯვება...

მას ვეთანხმები. ბარსელონასა და ატლეტიკ ბილბაოსთან კი ჩვენ უკეთ გამოვიყურებოდით.

ხესუს ნავასს როგორ გააჩერებთ?

ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. ის ძალიან სწრაფი და სახიფათოა.

კაკას ცუდ პერიოდს ბოლო მოეღო?

ამჟამად, ის უფრო კარგად თამაშობს. რიკი მსოფლიოში საუკეთესოა.

და პიპიტა კონტრაქტს გაახანგრძლივებს?

რა თქმა უნდა. ჩვენ მისი იმედი გვაქვს.

ლიონთან მატჩზე რას გვეტყვით?

ახლა თუ ამ მატჩზე ვიფიქრეთ, დღევანდელი თამაში ცუდად დამთავრდება. ისე კი გეტყვით იმას, რომ ფრანგულ კლუბთან ასპარეზობა იოლი არ იქნება. ვწუხვარ, რომ ვერ ვითამაშებ.


ინფორმაციის წყარო:As.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)