მარსელო:„მე ერთ ძალიან დიდ საფრთხეს ვხედავ“

„რეალის“ ვიცე-კაპიტანმა მარსელო ვიეირამ „ტოტენჰემთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...

„ეჭვი არ მეპარება საკმაოდ რთული და ლამაზი მატჩი იქნება. ჩემპიონთა ლიგა სულ სხვა განზომილებაა. ჩვენი გუნდი ევროსარბიელზე ყოველთვის სოლიდურად თამშობს, არც ახლა ვაპირებთ ტრადიციის დარღვევას.“

„ვეცდებით „ჟირონასთან“ დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ და „ტოტენჰემის“ შემდეგ ბედნიერები ვიყოთ. ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩი მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, მოედანზე გამარჯვებულის მენტალიტეტით გავალთ.“

„არსებობს დიდი ზეწოლა, მაგრამ ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობ, შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს, ამიტომ კონცენტრაცია არა კრიტიკაზე, არამედ კარგ თამაშზე უნდა გააკეთო. მე ვთვლი, რომ 3 დღეში ერთხელ თამაში რთულია, თუმცა არა შეუძლებელი.“

„ერთ ძალიან დიდ საფრთხეს ვხედავ და ეს „ტოტენჰემის“ გუნდურობაა. ალბათ ყველა ფიქრობს, რომ მთავარ სამიზნედ ჰარი კეინი უნდა გვყავდეს, მაგრამ მერწმუნეთ, მხოლოდ ინგლისელზე ფიქრი არ შეიძლება. პოჩეტინოს კოზირი გუნდური ერთობაა და ჩვენ ეს უნდა გავითავისოთ.“

  • Hala
  • 1 ნოემბერი 2017
  • 4 244
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)