ზიდანი:„თუ „ტოტენჰემი“ დაგვამარცხებს, ჩვენ არაკომფორტულ სიტუაციაში ვიქნებით“
სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, „ტოტენჰემთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„ყველას ჰგონია, რომ „ჟირონასთან“ დაფიქსირებული ცუდი შედეგის შემდეგ „უემბლიზე“ გაგვიჭირდება, მაგრამ მერწმუნეთ, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ არსებობს და გუნდი მოტივირებულია.“
„მოედანზე ერთმანეთზე უკეთესი მოთამაშეები გავლენ. შესანიშნავი სცენარის დადგმა შეგვეძლება. თუ „ტოტენჰემი“ დაგვამარცხებს, ჩვენ არაკომფორტულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით, ამიტომ ბოლომდე ვიბრძოლებთ.“
„„უემბლი“ გაცილებით მეტია, ვიდრე სტადიონი. ეს არის ისტორიული არენა, რომელზეც ფეხბურთელები გაცილებით მაღალი მოტივაციით თამაშობენ.“
„ლა ლიგის წინა ტური დავიწყებულია. მე ვთვლი, რომ „ჟირონა“ არაფერშუაშია და ჩვენ შეგვიძლია ძალიან ლამაზი ფეხბურთის ჩვენება.“
„ზუსტად იგივე ენთუზიაზმი და მოტივაცია მაქვს. მე ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ სამჯერ მოგება უბრალოდ საოცრება იქნება, ამიტომ ბოლომდე დავიხარჯები.“
„მაურისიო პოჩეტინო ძალიან ჭკვიანი მწვრთნელია, მას და მის იდეებს დიდ პატივს ვცემ. არ აქვს მნიშვნელობა ის 2 ცენტალური მცველით ითამაშებს თუ 3-ით, ჩვენი შეტევა მაინც ეფექტური უნდა იყოს.“
- 1 ნოემბერი 2017
- 5 410
- 10
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.