იგუაინი: "დღეს უნდა მოვიგოთ"
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა, გონსალო იგუაინმა, განაცხადა, რომ მისმა გუნდმა აუცილებლად უნდა მოუგოს "სევილიას" "სანტიაგო ბერნაბეუზე".
22 წლის ფორვარდმა უკვე დიდ შედეგებს მიაღწია. ის "ბლანკოსის" ერთ-ერთი ლიდერია და ასევე მას გარანტირებული აქვს მუნდიალზე წასვლა და იქაც სავარაუდოდ ძირითადში თამაში.
"ბერნაბეუზე "სევილია" ყოველთვის კარგად თამაშობს, სწორედ ამიტომ იქნება რთული მათი დამარცხება".
პიჩიჩისთვის ბრძოლაში კი პიპიტას მხოლოდ ვილია და მესი უსწრებენ. ეს მატჩი კი მისთვის კარგი შანსი იქნება ხსენებული ფეხბურთელების დაწევისთვის.
ინფორმაციის წყარო:Goal.com
- 6 მარტი 2010
- 1 327
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.