ლამაზად ვითამაშებთ და ისე გავიმარჯვებთ
სამეფო კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ესტებან გრანერომ, "ბლანკოსის" ოფიციალურ საიტთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ "რეალი" "სევილიასთან" ლამაზად ითამაშებს და ისე მოიპოვებს სამ ძალიან საჭირო ქულას...
"სამეფო კლუბი სევილიასთან გამარჯვებას ლამაზი ფეხბურთის ხარჯზე აპირებს. სამი ქულის მოპოვება აუცილებელია , რათა განვაგრძოთ ბრძოლა ჩემპიონობისათვის. ჩვენს გულშემატკივრებს ძალიან უყვართ საკუთარი გუნდისგან ლამაზი ფეხბურთის შეთავაზება. აუცილებლად ვეცდებით ვითამაშოთ ეფექტურად და მივაღწიოთ მაქსიმალურ შედეგს".
"შაბათის მატჩი იოლი ნამდვილად არ იქნება. სევილიაში თამაშობენ ფეხბურთელები, რომლებიც ანგარიშგასაწევები არიან და შეუძლიათ ისეთი დონის გრანდთან თამაში, როგორიც მადრიდის რეალია".
"სამეფო კლუბი სწორ გზას ადგას, ჩვენ პრიმერაში ძალიან კარგად გამოვდივართ და ქულებს თითქმის არ ვკარგავთ, ბევრს ვმუშაობთ საკუთარ თავზე და ვცდილობთ, რომ სეზონი ტიტულებით დავასრულოთ, ამის გაკეთება ჩვენ შეგვიძლია".
"ამ უქმეებზე ბარსელონა ალმერიას დამარცხებას შეეცდება, კატალონიელებს გაცილებით უფრო იოლი მეტოქე ჰყავთ, ვიდრე ჩვენ, მაგრამ ყველაფერია მოსალოდნელი, ალმერია მებრძოლი გუნდია და დარწმუნებული ვარ ბოლომდე დაიხარჯება".
- 6 მარტი 2010
- 1 305
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.