რაფაელ ვარანის დაუჯერებელი შედეგი
მადრიდის „რეალის“ ფრანგ მცველს, რაფაელ ვარანს დაუჯერებელი შედეგი აქვს. თუ სტატისტიკა მსგავს ტემპში განვითარდა, რაფა „ბლანკოსის“ ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვან ფურცელს დაწერს...
„ჟირონასთან“ შეხვედრაში სამეფო კლუბის ახალგაზრდა უკანახაზელმა დააფიქსირა შედეგი, რომელიც არამხოლოდ ესპანეთში, არამედ ევროპის მასშტაბითაც რთული მოსაძებნია. ვარანი არის ფეხბურთელი, რომელმაც „მერენგების“ მაისური მეორასედ მოირგო. 200-იდან 120 მატჩი ლა ლიგაზე მოდის, 53 ჩემპიონთა ლიგაზე, 18 სამეფო თასზე, 4 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე, 3 ესპანეთის სუპერთასზე და 2 ევროპის სუპერთასზე. რაფას ანგარიშზე 10 გოლია.
ზემოაღნიშნული კი ხდება იმ ფონზე, რომ რაფა 1993 წელს არის დაბადებული და 24 წლის გახლავთ!
- 30 ოქტომბერი 2017
- 2 204
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.