ზიდანი:„მზად ვარ პერესმა დარეკოს და „რეალი“ დავტოვო“
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა „ჟირონასთან“ წაგებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„ეს იყო მატჩი, რომელსაც გაანალიზება სჭირდება, აქედან გამომდინარე, შეხვედრის ვიდეო-ჩანაწერს ვუყურებ და ბევრ რამეს გავშიფრავ. შეხვედრა კარგად დაიწყო, მაგრამ სიტუაცია მალევე აირია, რასაც აუცილებლად აქვს მიზეზები.“
„შეშფოთების დრო არ არის, ვინაიდან სულ რამდენიმე დღეში ინგლისში ვიზიტი და „უემბლიზე“ მატჩი ახლოვდება. ფაქტია, რომ ხარვეზები იყო, მაგრამ მომდევნო დღეებში ბევრი რამის გამოსწორება მოგვიწევს.“
„კატალონიის „ბარსელონასთან“ სხვაობა გაიზარდა, ზოგი ჩემ გადადგომას ითხოვს, ზოგიც მეწინააღმდეგება, ზოგიერთი მხარს მიჭერს. მერწმუნეთ, მზად ვარ პერესის ზარს ვუპასუხო და კლუბი დავტოვო, მაგრამ ეს არ მოხდება, რადგან ერთმუშტად შეკრულები ვართ და საერთო მიზნებისთვის ვიბრძვით.“
„8 ქულა? მართლაც დიდი სხვაობაა, მაგრამ არა დაუძლეველი. თუ წარმატების მიღწევა გვსურს მომდევნო მატჩებში მუდმივად უნდა გავიმარჯვოთ.“
„და ბოლოს... მსურს ერთი პირობა მოგცეთ. „რეალი“ ინგლისში უდიდეს ფეხბურთს ითამაშებს.“
- 30 ოქტომბერი 2017
- 8 870
- 17
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.