"რეალი" რომელუ ლუკაკუთი არის დაინტერესებული
როგორც სხვადასხვა წყაროები იუწყებიან, მადრიდის "რეალი" არის დაინტერესებული 16 წლის დიდი ტალანტის მქონე ფეხბურთელით, რომელუ ლუკაკუთი.
მისი ასაკის მიუხედავათ, რომელუ ფიზიკურად ძალიან ძლიერია (190სმ-სიმაღლეში და წონა-95კგ). "ანდერლეხტში" ძალისმიერი თამაშის გამო, მას ევროპაში "ახალ დროგბას" უწოდებენ. ამ მოთამაშით კი რამოდენიმე ევროპული გრანდია დაინტერესებული, მათ შორის "ბლანკოსიც".
რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც ლუკაკუმ შესანიშნავად დაიწყო ასპარეზობა, ის გამოიძახეს ბელგიის ეროვნულ ნაკრებშიც. მისი ნამდვილი ძალა კი უკვე "ატლეტიკოს" გულშემატკივრებმა იციან, რამეთუ ბელგიელმა არაჩვეულებრივი მატჩი ჩაატარა ხსენებული გუნდის წინააღმდეგ.
მიუხედევათ იმისა, რომ "ახალი დროგბათი" დაინტერესებულნი არიან ევროპის გრანდები, რომელუ მხოლოდ თავის გუნდზეა კონცენტრირებული და იგი სხვა კლუბებზე არ ფიქრობს. სულ ცოტა ხნის წინ მან უარი თქვა ლონდონის "ჩელსიზე", რომელიც მასში 15 მილიონ ევროს იხდიდა.
ინფორმაციის წყარო:Goal.com
- 6 მარტი 2010
- 1 897
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.