ზიდანი:„იმედია კატალონიაში პრობლემები არ შეიქმნება“
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა „ჟირონასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ „მონტოლივიზე“ თამაში იოლი არ არის და ჩემ ფეხბურთელებს დიდი ძალისხმევა მართებთ. ამ სტადიონზე თამაშის გამოცდილება არ გვაქვს, თუმცა მოსაგებად მივდივართ და ვეცდებით, რომ აქტივს 3 ქულა შევატოთ.“
„გრაფიკი უცხო არ არის. როდესაც „რეალი“ ხარ შესაძლოა, ერთ კვირაში 3 მატჩის გამართვა მოგიხდეს. მე ვფიქრობ, რომ ლიგაზე საუბრის დრო არ არის, ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი საზრუნავი კატალონიური ბარიერია და არა ინგლისში ვიზიტი.“
„ჩვენ ყველაფერს გეგმის მიხედვით წარვმართავთ, თუ „რეალს“ კატალონიელები ხელს შეუშლიან, მე ნამდვილად დავუჭერ მხარს შეხვედრის გადადებას, თუმცა ამის აუცილებლად ამ წუთისთვის არ დგას. აბსოლუტურად ვემიჯნები პოლიტიკურ სიტუაციას, ჩემი საქმე მხოლოდ „რეალის“ წარმატებაზე ფიქრია.“
„ითამაშებს თუ არა გარეთ ბეილი „უემბლიზე“ ორშაბათს გადაწყდება. სამედიცინო შტაბთან ინტენსიური კავშირი მაქვს.“
„კეილორ ნავასის აღდგენითი პროცესი ბრწყინვალედ მიმდინარეობს. კოსტარიკელი გოლკიპერი მოედანზე რამდენიმე დღეში გამოჩნდება.“
„მიუხედავად იმისა, რომ ლა ლიგაში არასასურველ პოზიციაზე ვიმყოფებით, მიმდინარე სეზონს უარყოფითად ვერ შევაფასებ. გუნდი პროგრესირებს და კარგ შედეგებს აჩვენებს, თუმცა მერწმუნეთ, მომატება შეგვიძლია და გაცილებით უკეთეს ფეხბურთს შემოგთავაზებთ.“
„მარკოს ლორენტეს და სებალიოსს უდიდესი პოტენციალი აქვთ, ორივე მოთამაშეს შეუძლია გუნდს ბალანსი მოუმატოს, რაც უმნიშვნელოვანესი რამ გახლავთ.“
„კასილია კატალონიელია, მაგრამ ეს არაფერს წყვეტს, ის „რეალისთვის“ ყოველთვის ბოლომდე იხარჯება.“
„მარიანო? არ მიკვირს, რომ დიასი „ლიონში“ ბრწყინავს. ის ძალიან ნიჭიერია. არ ვიცი დაბრუნდება თუ არა „რეალში“, მაგრამ ფლორენტინო პერესს ფრანგებთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, ამიტომ გამორიცხული არაფერია.“
- 28 ოქტომბერი 2017
- 4 372
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.