შუკერი რაულს პრემიერ ლიგაში გადასვლას ურჩევს
მადრიდის "რეალის" ყოფილ ფეხბურთელ შუკერს, ძალიან სურს ხესუს ნავასის "ბლანკოსში" ხილვა, მაგრამ მეორეს მხრივ ის ურჩევს რაულს "რეალის" დატოვებას და პრემიერ ლიგაში გადასვლას.
"სიამოვნებით ვიხილავდი ნავასს მადრიდში, ხოლო რაულს კი ინგლისში გადასვლა მეგობრულად ვურჩიე, რადგან ეს მისთვის უფრო კარგი იქნება".
თითონ შუკერმა კი ნისლიან ალბიონზე 2 წელი გაატარა (1999-2000-არსენალი, 2000-2001-ვესტ ჰემი), ხოლო კარიერის დასასრულებლად კი ის გერმანიაში წავიდა.
ხსენებულმა მოთამაშემ განაცხადა, რომ ლუის არაგონესი მისთვის ყველაზე მისაღები მწვრთნელია, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელი კი პრედგაგ მიატოვიჩი.
დავორმა ასევე მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზეც ისაუბრა და რაც ყველაზე გასაკვირია არის ის, რომ ფავორიტებში მან არ დაასახელა ბრაზილია და შეიყვანა შემდეგი გუნდები: არგენტინა, ინგლისი, ესპანეთი და გერმანია. მისი აზრით ფინალი შედგება ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებებს შორის, თუმცა ის არ იქნება წინააღმდეგი ინგლისის ფინალში გასვლისა. რაც შეეხება ბრაზილიას, ის ამბობს: "არამგონია წელს "სელესეაო" ფინალში ვიხილო".
ინფორმაციის წყარო:Marca.com
- 6 მარტი 2010
- 1 670
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.