წინ "სევილიაა"
როგორც მოგეხსენებათ, დღეს, მადრიდის "რეალი" მშობლიურ კედლებში "სევილიას" უმასპინძლებს და ეცდება ერთობ მნიშვნელოვანი პაექრობის მოგებას.
ალბათ, ნამდვილად ზედმეტი იქნება საუბარი "სევილიას" პოეტენციალზე.მანოლო ხიმენესის მიერ დარიგებული გუნი ერთ-ერთი უძლიერესია პირინეული მაშტაბით.ამის ნათელი მაგალითია ის, რომ ამ მომენტისათვის ანდალუსიური გუნდი ზედიზედ სამ ტურნირზე ასპარეზობს და საკმაოდ წარმატებულადაც.
ნიშანდობლივია, რომ მოწინააღმდეგე გუნდის რიგებს არა ერთი სახელოვანი და პერსპექტიული ფეხბურთელი ავსებს.განსაკუთრებით აღნიშვნას იმსახურებს სევილიელთა თავდასხმის ხაზი, სადაც მაღალკვალიფიციური გოლეადორები ბობოქრობენ.მადრიდელ მცველებს დიდი ყურადღება მართებთ, რამეთუ კანუტესა და ნეგრედოს ძალუძთ ნებისმიერი მომენტის გოლში გარდასახვა.ანდალუსიელთა სამწუხაროდ, ბერნაბეუზე თავის გუნდს ვერ დაეხმარება ლუის ფაბიანო.ეს უკანასკნელი კლუბის მთავარ მეგოლედ ითვლება, ასე რომ მისი არყოფნა დიდი დანაკლისი იქნება ხიმენესისათვის.
ყურადღების გამახვილება შეიძლება "სევილიის" ნახევარდაცვაზეც, სადაც საკმაოდ ძლიერი შეტევითი პოტენციალის მქონე ფეხბურთელები ასპარეზობენ.უპრიანი არ იქნება, ნავასისა და კაპელის გამოყოფა.აღნიშნული მოთამაშეების მაღალი კლასი იქედანაც ჩანს, რომ მათ არა ერთხელ მიიპყრეს მადრიდელების ყურადღება.
სავარაუდოდ, 4-4-2 ტაქტიკით ათამაშებს ხიმენესი თავის გუნდს.ის შეეძდება სატურნირო ცხრილში დაკარგული მესამე საფეხურის დაბრუნებას.მიუხედავად "რეალის" ფავორიტობისა, ანდალუსიელები ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებენ და შეეცდებიან პირველი ქულები დააკარგინონ "ბლანკოსს" "სანტიაგო ბერნაბეუზე."
- 6 მარტი 2010
- 1 434
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.