კროოსი:„ყველაზე სწორი გადაწყვეტილება „რეალში“ გადასვლა იყო“
მადრიდის „რეალის“ გერმანელმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა „ფიფას“ ჯილდოს მიღების შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აღმოვჩნდი კლუბში, სადაც ყველაფრის მოგება შეიძლება. ცხოვრებაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება სწორედ სამშობლოს დატოვება და ესპანეთის დედაქალაქში თამაში იყო. დიდ მადლობას ვუხდი ყველა მწვრთნელს, ვინც აქამდე მომიყვანა, ჩემთვის ყველა ინდივიდუალური ჯილდო დამატებითი მოტივაციაა.“
„კრიშტიანო რონალდუ საუკეთესოს ტიტულს ნამდვილად იმსახურებდა. პორტუგალიელს ლიონელ მესისა და ნეიმარის სახით უდიდესი კონკურენტები ჰყავდა, მაგრამ ის უპირობო ფავორიტის სტატუსით სარგებლობდა. განვითარებული მოვლენები ნამდვილად ლოგიკურია.“
- 24 ოქტომბერი 2017
- 3 191
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.