ზიდანი:„მარსელოს პოზიცია გუნდში შეიცვალა“

ზინედინ ზიდანმა „ეიბართან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

„ჩვენ მივიღეთ სიამოვნება, ამიტომ კმაყოფილები ვართ, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ გუნდმა აქტივში 3 ქულა ჩაიწერა.“

„შეუძლებელია ყველა მატჩში ისე ვითამაშოთ, როგორც ეს „ბარსელონასთან“ და „მანჩესტერთან“ სუპერთასებში გავაკეთეთ.“

„კარიმ ბენზემამ სულ ნახევარი საათი ჰქონდა, მან გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ სიტუაციას მუდმივად ამწვავებდა.“

„არ ვეთანხმები ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ კარიმ ბენზემას მიმართ გადაჭარბებული მიდგომებები მაქვს. ფრანგი ფეხბურთელი თითოეულ თანაგუნდელს უმტკიცებს საკუთარ კლასს.“

„მარსელოს პოზიცია გუნდში შეიცვალა და მე ვფიქრობ, რომ ექსპერიმენტი გამართლებულია. არ გამოვირცხავ, ტეომ და ბრაზილიელმა კიდევ არაერთხელ ითამაშონ ერთად, სადაც ფრანგი მარცხენა მცველის პოზიციას დაიკავებს, მარსელო კი წინ მოგვევლინება.“

„რონალდუ ყველა თაობის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის არის. პორტუგალიელი ყოველდღიურად აჩვენებს, რომ ძალიან მაღალ კლასს ფლობს. რატომ ვერ გაიტანა კრიშტიანომ? იმიტომ, რომ სხვა ასპექტებში გამოირჩეოდა, პრობლემას ვერ ვხედავ.“

„ასენსიო პირველივე წუთებიდან აქტიური იყო, მისი ბრწყინვალე თამაში აღარავის უკვირს, ესპანელს უდიდესი შესაძლებლობები აქვს, რომელსაც ყველა მადრიდისტას აჩვენებს.“

„მე ვფიქრობ, რომ ტეო ერნანდესს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა შეუძლია, მე მას ხელს შევუწყობ.“

„რატომ არ ითამაშა კროოსმა? გერმანელმა დაისვენა.“

  • Hala
  • 23 ოქტომბერი 2017
  • 7 271
  • 5

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (34)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)