ზიდანი:„ამის გაკეთება არაფრით არ შემიძლია“

ზინედინ ზიდანმა „ტოტენჰემთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა....

„ნელ-ნელა თამაშს ვუმატებთ. საბედნიეროა, რომ ლაზარეთი ეტაპობრივად ცარიელდება და გუნდს ძირითადი ბირთვი უბრუნდება.“

„კეილორი არანაირ დისკომფორტს არ გრძნობს და სავარაუდოდ მოედანზე გასვლას შეძლებს.“

„თუ გსურს იყო წარმატებული, უნდა უყურო კრიშტიანო რონალდუს. ის არასდროს იღლება და მუდმივად ცდილობს გაუმჯობესებას. პორტუგალიელი ფეხბურთელი გუნდისთვის უდიდეს სამუშაოს ასრულებს.“

„არ ვფიქრობ, რომ „ტოტენჰემი“ მხოლოდ ჰარი კეინს უკავშირდება, ამ ფეხბურთელის გარდა ინგლისელებს არაერთი ძლიერი ფიგურა ჰყავთ, რომლებიც ბრწყინვალედ გამოდიან, როგორც პრემიერლიგაში, ასევე ევროსარბიელზე.“

„სერხიო რამოსი მოედანზე ძალიან აგრესიულია, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში რადიკალურად განსხვავებულ ადამიანს წარმოადგენს. ჩვენ 1 წლის განმავლობაში თანაგუნდელებიც კი ვიყავით, მას შემდეგ მის ხასიათში არაფერი შეცვლილა. საათობით ვსაუბრობთ საკითხებზე, რომელიც სამეფო კლუბის წარმატებას შეეხება.“

„არ შემიძლია გავაკეთო ის, რასაც ხალხი მავალებს. გარედან საუბარი იოლია, მე კი თავად ვწყვეტ რა სჭირდება გუნდს.“

„ბეილის თამაში ჯერ-ჯერობით გამორიცხულია, იმედი მაქვს, უელსელი განმეორებითი მატჩისთივს მზად იქნება. აღდგენით პროცესს გადიან კოვაჩიჩი და დანი კარვახალიც, მათ მოუთმენლად ველი.“

„ისკოს სტილის შემოქმედებითი მოთამაშეები ძალიან მომწონს. არ გამოვირცხავ, მართლაც დადგეს დრო და ესპანელმა ოქროს ბურთი მოიგოს, ის ძალიან ნიჭიერია.

  • Datuna
  • 16 ოქტომბერი 2017
  • 8 778
  • 97

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (34)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)