ზიდანი:„ბეილმა ეპოქა დაასრულა“
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა „ხეტაფესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ არცერთ კითხვას არ გავცემ პასუხს, რომელიც კატალონიის დამოუკიდებლობას შეეხება, ეს არ არის ჩემი საქმე და ეს არ არის საუკეთესო ადგილი ამ თემაზე სამსჯელოდ.“
,, ბეილის პრობლემები კვლავაც აქტუალურია. მე არ ვარ ექიმი და პროგნოზის გაკეთება არ შემიძლია, თუმცა მას აღდგენითი კურსის გავლა მოუწევს.“
„სამწუხაროდ, უელსელმა ეპოქა დაასრულა, თუმცა წინ უნდა იყუროს, ის მსოფლიო მუნდიალს გამოტოვებს, მაგრამ მომდევნო 4 წლის მანძილზე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.“
„კარვახალს დაბრუნება სურს, მაგრამ იქამდე არ ივარჯიშებს, სანამ ექიმები ნებას არ დართავენ. დღევანდელი ინფორმაცით, ინფექცია ორგანიზმში აღარ არსებობს და გულის პრობლემა ეტაპობრივად აღმოიფხვრება.“
„არ მაინტერესებს „ატლეტიკოსა“ და „ბარსელონას“ შეხვედრა, მხოლოდ დერბიზე ვარ ორიენტირებული.“
„რთული კალენდარი გვაქვს, მატჩების ჩატარება 3-4 დღეში ერთხელ მოგვიწევს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მარსელო, ტეო ერნანდესი და ბენზემა გუნდს უბრუნდებიან.“
„არ ვსაუბრობ „ბარსელონაზე“, ჩემი გული თეთრია.“
„მადრიდის „რეალის“ მწვრთნელის რანგში მე-100 პაექრობა? ეს ჩემთვის დიდი სიამაყეა.“
„საერთო ჯამში ნაკრებების მატჩებმა ტრავმიანობა არ გამოიწვია, თუმცა კეილორი დაგვაკლდა. ვიმედოვნებ, ყველაფერი დროულად მოგვარდება.“
- 13 ოქტომბერი 2017
- 10 751
- 22
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.